Fundraising 2010/thank you/ka


Notice

edit
  • მადლობა
    ჯიმბო უელსისგან, ვიკიპედიის დამფუძნებლისგან

Quote

edit
  • "წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც პლანეტის თითოეულ მოქალაქეს ხელი მიუწვდება კაცობრიობის მიერ შექმნილი მთელი ცოდნისადმი.."
  • — ჯიმი უელსი, ვიკიპედიის დამფუძნებელი


Thank You from Wikipedia founder, Jimmy Wales

edit

დაუჯერებელია.

ყოველწლიურად ფონდი ვიკიმედია ისახავს ერთ მიზანს, რომელიც თქვენი დახმარებით ხორციელდება. ჩვენ გვიწევს ამის გაკეთება იმიტომ, რომ ვიკიპედია, როგორც ინტერნეტ გვერდი, იზრდება, და იზრდება ასევე ვიკიმედიის მოძრაობა. დღეს ვიკიპედია პოპულარობით მსოფლიოს მეხუთე ვებ–გვერდია, თუმცა ჩვენი ბიუჯეტი გაცილებით მცირეა, ვიდრე ნებისმიერი სხვა საიტისა, რომელიც ათეულში შედის.

ყოველწლიურად მთელი მსოფლიო ერთიანდება ვიკიპედიისა და მისი დობილი პროექტების მხარდასაჭერად. ფულის შეგროვების პირველი კამპანიის მიზანი იყო ჩვენი ერთ-ერთი მოხალილისთვის ძალზედ საჭირო ლეპტოპის ყიდვა, მაგრამ ამ წელს ჩვენი მიზანი გაცილებით სერიოზული გახდა. ამ წელს ვიკიპედიას ათი წელი უსრულდება, დასრულდა ვიკიპედიის არსებობის პირველი ათწლეული. ჩვენი მიზანია, ვიკიპედიამ შემდეგი ათი წლის განმავლობაშიც ისევე იარსებოს, როგორც წინა წლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წელს ჩვენი მიზანი ცოტა მეტი თანხის შეგროვება იყო, ვიდრე წინა წელს, ფულის შეგროვების ამ წლის კამპანია ყველაზე მოკლე გამოდგა - რისთვისაც თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით.


მე მაქვს პატარა სტატისტიკა თქვენთვის:

  • 500,000-ზე მეტი შემოწირულობა ფონდ ვიკიმედიისთვის.
  • 130,000-ზე მეტი შემოწირულობა ვიკიმედიის ადგილობრივი განყოფილებებისგან.
  • შემოწირულობების შეგროვების ორი უდიდესი დღე ვიკიპედიის მთელი ისტორიის განმავლობაში.
  • შემოწირულობის საშუალო ზომა შეადგენს $22.

შეგროვების წლევანდელ კამპანიას ჰქონდა ყველაფერი ის, რაც გვიყვარს ვიკიმედიის პროექტებში. ადამიანები იკრიბებოდნენ ერთად და იძლეოდნენ იმას, რისი გაცემაც შეეძლოთ და ერთად დაუჯერებელს აღწევდნენ. შემოწირულობა მუმბაელი ექიმისა, ლონდონელი ბროკერისა თუ თბილისელი სტუდენტის ძალისხმევა ერთიანდება და განუმეორებელ შედეგს იძლევა.

ახლა კი ვიზეიმოთ.

ჩემი გულის სიღრმიდან და 100,000 მეტი მონაწილის სახელით მსურს,
მადლობა გადაგიხადოთ.

ჯიმი უელსი
ვიკიპედიის დამფუძნელი


P.S. ვიკიპედიის მეათე წლის აღსანიშნავად მონაწილეები მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, აპირებენ ზეიმის მოწყობას. დამატებითი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ ten.wikipedia.org-ზე და wikimedia.ge-ზე. ხო, და თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ შემოწირულობა, ჯერ კიდევ არაა გვიანი . დააჭირეთ აქ შემოწირულობის გასაკეთებლად.

Wikipedia 10

edit
  • ვიკიპედია ათი წლის ხდება!
  • დააჭირეთ აქ იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება მიიღოთ მონაწილეობა.