ვიკი-ბებიების მომხმარებელთა ჯგუფი

This page is a translated version of the page Wikigrannies User Group and the translation is 63% complete.
Outdated translations are marked like this.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს მომხმარებელთა ჯგუფში!

ვიკი-ბებიების მომხმარებელთა ჯგუფი — ვიკიმედიის მომხმარებელთა ჯგუფი, რომლის მიზანია ვიკიმედიის პროექტების განვითარება სხვადასხვა ენებზე მომუშავე მომხმარებლების მხარდაჭერის მეშვეობით. მოხუცი ასაკის ადამიანებს აქვთ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა. ამავე დროს, მათ ესაჭიროებათ სოციალური ადაპტაცია, ასევე აქვთ ბევრი თავისუფალი დრო და შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ვიკი-პროექტების განვითარებაში.

Wikigrannies User Group
მდებარეობაWorldwide
ქვეყნის კოდიBAK
იურიდიული სტატუსიWikimedia User Group
დაარსების თარიღი26 ოქტომბერი 2019
დამტკიცების თარიღი2 თებერვალი 2020
ოფიციალური ენებიBashkir
სხვა ენები
საკვანძო პირებიContacts

მიზნები და ამოცანები

  • მოხუცი ასაკის ვიკიმედიელების გაერთიანება, ამავე დროს, ყველა მსურველის.
  • მოხუცების სოციალური ადაპტაცია, მათი ვიკიმედიის პროექტებში ჩართვა.
  • ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზება სოფლის მოსახლეობაში, რომლებსაც აქვთ ურთიერთობის შეზღუდული წრე, ასევე მათი ვიკი-პროექტებში ჩართვა.
  • თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან, ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან გრანტების მისაღებად, რომელიც მოხმარდება თავისუფალი ცოდნის გავრცელებას.

საქმიანობა

  • ვიკი-შეხვედრების, ვიკი-სემინარების, ვიკი-წრეების, კლუბების და სხ. ორგანიზება.
  • სტატიათა კონკურსების, მარათონთა და თემატური კვირების ორგანიზება.

ისტორია

  • 2019 წლის ვიკიმანიაზე, სტოჰოლმის საკრებულოს ოქროს დარბაზში, „ფონდ ვიკიმედიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ მაიერმა განაცხადა ვიკიპედიის განვითარებაში ბაშკირელი ვიკი-ბებიების როლზე.
  • ყოველწლიური საერთაშორისო ცენტრალური და აღმოსავლეთი ვიკიმედიელების კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 11-13 ოქტომბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ბაშკირელი ვიკი-ბებიის გუზალ სიტდიკოვას მოხსენების შემდეგ, რომელიც ისაუბრა ბაშკირელი ვიკი-ბებიების საქმიანობის შესახებ, შემოვიდა შემოთავაზება ყველა ასაკოვანი ვიკიმედიელის გაერთიანების შესახებ.
  • 26 ოქტომბერს, ბაშკირეთის ვიკიმედიელების შეხვედრაზე გადაწყდა „Wikigrannies User Group“ შექმნა.

კონტაქტი

წევრობის კრიტერიები

ჯგუფის წევრად შეუძლია გახდეს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც იზიზარებს ვიკიმედიის მოძრაობის იდეალებს თავისუფალი ცოდნის პოპულარიზების სფეროში, კონკრეტული ენობრივი მიკუთვნების გარეშე. აქტიური მოღვაწეობა ვიკიმედიის პროექტებში სასურველია, მაგრამ აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს. წევრად გახდომისთვის ახალმა მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა ელ-ფოსტის საშუალებით ან დაუკავშირდეს ჯგუფის ნებისმიერ წევრს, კომუნიკაციის სხვა არხების გამოყენებით.

მონაწილეობაში დაინტერესებულები

Affiliations Committee Resolutions

About the user group's activities