ვიზუალური რედაქტორი/საინფორმაციო ბიულეტენი/2019/ივლისი
Editing News #1—July 2019
გაეცანით მას სხვა ენაზე • ამ მრავალენოვანი ბიულეტენის გამოწერის სია
'იცით თუ არა, რომ?'
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკან რედაქტირების ბიულეტენზე.
ბოლო ბიულეტენიდან აქეთ, დეველოპერთა გუნდმა გამოაქვეყნა ორი ახალი ხელსაწყო მობილურისთვის და დაიწყო სხვა სამ ხელსაწყოზე მუშაობა. ყველა ეს სამუშაო საგუნდო მიზნის ნაწილია, რომელიც გულისხმობს მობილური რედაქტირებისთვის უფრო მარტივი გახადოს.
სანამ დავიწყებთ საუბარს გუნდის ახალ ხელსაწყოზე, ჩვენ გვაქვს შეკითხვა თქვენთვის:
მზად ხართ გამოსცადოთ ბმულის დამატების და შეცვლის ახალი გზა?
თუ ხართ დაინტერესებული, ჩვენ ვაფასებთ თქვენს წვლილს! თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ ბმულის ახალი ხელსაწყო, მობილურის ვიზუალური რედაქტორით ცალკე ვიკიში.
მიჰყევით ამ ინსტრუქციებს და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება:
📲 გამოსცადე რედაქტირების ბარათი.
ბოლო გამოშვება
მობილურის ვიზუალური რედაქტორი არის მარტივი რედაქტირების ხელსაწყო სმარტფონებისთვის და პლანშეტებისთვის მობილური საიტის გამოყენებით. დეველოპერთა გუნდმა ამ დღეებში გამოუშვა ორი ახალი ფუნქცია მობილურის ვიზუალური რედაქტორის გაუმჯობესებისთვის.
- სექციის რედაქტირება
- მიზანი არის, რომ დავეხმაროთ მომხმარებლებს კონცენტირრება მოახდინონ თვიანთ ცვლილებებზე.
- გუნდმა შეისწავლა ეს A/B ტესტით. ტესტმა აჩვენა, რომ მომხმარებლებმა, რომლებიც არედაქტირებდნენ გვერდს სექციის რედაქტირების გამოყენებით, ჰქონდათ 1% უფრო სავარაუდო შანსი, რომ გამოაქვეყნათ "რედაქტირება", ვიდრე ისინი, ვინც სრულ გვერდს არედაქტირებდნენ.
- ცვლილების ჩატვირთვა
- მიზანი ახალი ფუნქციის არის წაკითხვისა და რედაქტირების შორის გადასვლის გაგლუვება.
სექციის რედაქტირება და ახალი ჩატვირთული ცვლილებები ახლა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც იყენებს მობილურის ვიზუალურ რედაქტორს.
ახალი და აქტიური პროექტები
ეს ჩვენი ყველაზე აქტიური პროექტების სიაა. გადაამოწმეთ ეს გვერდები უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად.
- რედაქტირების ბარათები: ეს არის უმარტივესი გზა სტატიებში ლინკების, ციტატების, სურათების, თარგებისა და სხ. დამატების. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ ეს განახლება ახლა. გადადით აქ, რომ ნახოთ როგორ: 📲 გამოსცადე რედაქტირების ბარათი.
- მობილურის რედაქტირების პანელის განახლება: ეს პროექტი გვეხმარება გავიგოთ, რამდენად წარმატებულია რედაქტირების პანელი მომხმარებლებისთვის.
- მობილური ვიზუალური რედაქტორის ხელმისაწვდომობა: ეს A/B ტესტი გვეუბნება: იქნებიან თუ არა ახალი მომხმარებლები წარმატებული, თუ ისინი გამოიყენებენ მობილურის ვიზუალურ რედაქტორს? ჩვენ ვიმუშავეთ 20 ვიკიპედიელთან ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად.
- გამოყენების გაუმჯობესება: ეს პროექტი გახდის მობილურის ვიზუალურ რედაქტორს უფრო მარტივს გამოსაყენებლად. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მომხმარებლებს, რომ დარჩნენ ფოკუსირებული რედაქტირებაზე და იგრძნონ თავი უფრო დარწმუნებული რედაქტირების ინსტრუმენტთან.
სამომავლოდ
- ვიკიმანია: რედაქტირების გუნდის რამდენიმე წევრი დაესწრება ვიკიმანიას, 2019 წლის აგვისტოში. ისინი მოხსენებას გააკეთებენ მობილურით რედაქტირების შესახებ, საზოგადოების განვითარების სივრცეში. ესაუბრეთ მათ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს რედაქტირების ხელსაწყო.
- განხილვის გვერდები: მომდევნო თვეებში, რედაქტირების გუნდი დაიწყებს განხილვის გვერდებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებას ვიკიში.
გაიგეთ მეტი
VisualEditor მობილურზე არის კარგი ადგილი იმისთვის, რომ გაიგოთ უფრო მეტი იმაზე, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. გუნდს სურს ისაუბროს თქვენთან რედაქტირებასთან დაკავშირებულ ყველაფერზე. თუ გსურთ რაიმეს თქმა ან შეკითხვის დასმა, გთხოვთ დატოვოთ შეტყობინება განხილვა:VisualEditor on mobile-ზე.