Wikimedia Community User Group Georgia/Reports/2019/ka

ვიკიპედია, რომელიც არის მრავალენოვანი, თავისუფალი ვიკი-ენციკლოპედია, გაიშვა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არამომგებიანი ფონდი ვიკიმედია. ვიკიპედიის დამფუძნებლები არიან ჯიმი უელსი და ლარი სენჯერი.

ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი

2019
მოხსენება

აქტივობების მოხსენება: 2019

edit

Wikipedia 18

edit

ვიკიპედია დაარსების დღიდან ძალიან სწრაფად გაიზარდა: მაგალითად, ინგლისურენოვან ვიკიპედიაში 5.7 მილიონი სტატია არსებობს, ხოლო შარშან მას 92 მილიარდი ადამიანი ესტუმრა. საიტზე ასევე განხორციელდა რეპუტაციის მნიშვნელოვანი ცვლილება. თუ თქვენ სირის, ალექსას ან გუგლს კითხვას დასვამთ ზოგადი ცოდნის შესახებ, ის სავარაუდოდ გამოიტანს პასუხს ვიკიპედიიდან.

ქართული მასმედიაც დაინტერესდა ვიკიპედიით მის დაბადების დღეზე. ამ მიზეზით, ქართულმა ტელევიზიებმა მოიწვიეს „ვიკიმედიის მომხმარებელთან საქართველოს ჯგუფის“ წარმომადგენლები და ქართული ვიკიპედიის რედაქტორები სატელევიზიო პროგრამებში. UG-GE ბორდის თავმჯდომარე მიხეილ ჭაბუკაშვილი ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, დილის გადაცემაში. ბორდის სხვა წევრები, დავით ასრიაშვილი და მიხეილ ჩხიკვაძე, ისაუბრეს "მესამე" არხზე.

UG-GE ტრენინგები კახეთში

edit
სურათი ტრენინგიდან

2019 წლის 2 თებერვალს, „Wikimedia Community User Group Georgia“-ის ბორდის წევრები მიხეილ ჭაბუკაშვილი და ჯაბა ლაბაძე, ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის მიწვევით ესტუმრნენ ახმეტის ახალგაზრდულ ცენტრსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრს. ჩაატარეს ლექცია-გაკვეთილი ქართული ვიკიპედიის შესახებ და დასახეს საკმაოდ საინტერესო აქტივობები, რომლებიც განხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.

იმსა & UG-GE ერთობლივი პროექტი

edit
ღონისძიებიდან

2019 წლის 9 თებერვალს ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის თანამშრომლობით გაიმართა ერთდღიანი ვიკი-ბანაკი, რომლის განმავლობაშიც ქართულ ვიკიპედიაში 130 სტატია დაიწერა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.

ბაკურიანის ვიკიბანაკი

edit

2019 წლის ბაკურიანის ვიკიბანაკი გაიმართა 8-12 მარტს, რომლის ორგანიზატორი გახდა „ვმ საქართველო“. ბანაკის მონაწილეები გახდნენ 14-25 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ბანაკის განმავლობაში შეიძინეს ვიკიპედიასა და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის უნარი. ბანაკის დროს, ახალგაზრდებმა შეისწავლეს ვიკი-ტექნოლოგიები (1-2 დღე) და შემდეგ გამოცდილი ვიკიმედიელების (ვმ საქართველოს წევრების) დაკვირვების ქვეშ, დამოუკიდებლად შექმნეს და თარგმნეს სტატიები ქართულ ვიკიპედიაში. ბანაკის მთავარი მიზანი იყო მეტი ახალგაზრდების ჩართვა ქართულ ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

იდეა

edit

ახალგაზრდებისთვის ვიკიბანაკის ჩატარების იდეა ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით, „ვმ საქართველოს“ წევრებს შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. მას შემდეგ, რაც რეგიონში ჩვენმა მეზობლებმა ჩაატარეს წარმატებული ვიკიბანაკების, ჩვენი მომხმარებელთა ჯგუფის წევრებმა არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყვიტეს მსგავსი ბანაკის ჩატარება საქართველოში.

მიზანი

edit

ბანაკის მთავარი მიზანი იყო მეტი ახალგაზრდების ჩართვა ქართულ ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ამგვარი პროექტებით, „ვმ საქართველო“ ხელს უწყობს ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზაციას ახალგაზრდებს შორის, საქართველოში. ბანაკის განმავლობაში შეიქმნება და გაუმჯობესდება ქართული ვიკიპედიის სტატიები, აგრეთვე ვიკისაწყობიდან სურათები დაემატება სტატიებს. სურათებს, რომლებიც გადაღებულია ვიკის უყვარს დედამიწა 2018-ის ფარგლებში დაემატება შესაბამის სტატიებს ქართულ და სხვაენოვან ვიკიპედიაში.

შედეგი

edit
მონაწილეთა შერჩევის პერიოდი
edit

ბანაკის მონაწილეების შერჩევაზე პროექტის ორგანიზატორთა გუნდმა მუშაობდა. მონაწილეთა შერჩევისას ყურადღება მიექცია ისეთ დეტალებზე, როგორიცაა კანდიდატის ასაკი, მოტივაცია (რომელიც კანდიდატმა წარმოადგინა ტექსტად), სქესი (ბანაკის მონაწილეთა გენდერული ბალანსისთვის) და თუ იყო აქტიური ის ვიკიპედიაში.

შერჩევის პროცესი რეგისტრაციით დაიწყო, სადაც პირველ ეტაპზე შეირჩა პოტენციური მონაწილეები, ხოლო რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ბანაკის მონაწილეები შეირჩნენ პოტენციურ კანდიდატებს შორის. მთელ პროცესს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდა.

გაცნობა
edit

ბაკურიანის ბანაკი გაიხსნა პარასკევს, დღის პირველ საათზე. მანამდე „ვმ საქართველომ“ გადაიყვანა ყველა მონაწილე თბილისიდან ბაკურიანში, ბანაკის ჩატარების ადგილას. ბანაკი გაიხსნა ყველა მონაწილის მისასალმებელით და გაცნობით, რის შემდეგაც დაიწყო ლანჩი, ხოლო ლანჩის შემდეგ გადავედით ბანაკის მთავარ პროგრამაზე.

მოხსენება დღეების მიხედვით
edit
პარასკევი
დასკვნა

პროექტი იყო ინტენსიური და პროდუქტიული, ასევე „ვმ საქართველოს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ამ ტიპის ბანაკები გაიმართება მომავალშიც.

5 დღიანი ვიკიბანაკის განმავლობაში 20 მონაწილემ 154 ახალი სტატია შექმნა ქართულ ვიკიპედიაში, ასევე რამდენიმე ახალი თარგი.

პროექტის მთელმა პროცესმა სერიოზული ინციდენტის გარეშე ჩაიარა.

გალერეა

edit

Media related to Bakuriani WikiCamp (March, 2019) at Wikimedia Commons

საქართველოს ვიკიკონფერენცია 2019

edit

2019 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაიმართა რიგით მეორე საქართველოს ვიკიკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ვიკიმედიის პროექტებისა და ვიკიმედიის მოძრაობის პოპულარიზაციას საქართველოში. ამას დამატებული, კონფერენცია გახდა მდგრადი პლატფორმა „ვმ საქართველოს“ მიერ საზოგადოებისთვის წლიური მოხსენებების და სამომავლო გეგმების წარდგენისთვის.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც „ვმ საქართველოს“ წარმომადგენლები, ასევე ვიკიპედიის რედაქტორები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან ვიკიმედიის მოძრაობაში და რომლებიც ხელს უწყობენ ვიკიმედიის პროექტების განვითარებას საქართველოში.

კონფერენცია „ვმ საქართველოს“ თავჯდომარემ, მეჰმან იბრაგიმოვმა გახსნა, რომელმაც მიესალმა დმსწრე საზოგადოებას და გააცნო მათ კონფერენციის პროგრამა. მისალმების შემდეგ, მეჰმანმა საზოგადოებას წარუდგინა დეტალური მოხსენება ორგანიზაციის მუშაობის შესახებ და იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ორგანიზაციამ გასული წლის განმავლობაში განახორციელა. ამის შემდეგ მეჰმანმა საზოგადოებას წარუდგინა მომავალი წლის გეგმები, დეტალურად იქნა წარმოდგენილი ყველა პროექტი, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება.

შემდეგ, ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების აქტიურმა მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს ვიკიმედიის ქართულენოვან პროექტებში. ამის შემდეგ გამოცხადდა 20 წუთიანი შესვენება და ყველა სტუმარს გავუმასპინძლდით ყავათა და ტკბილეულით.

შესვენების დასრულების შემდეგ, კონფერენციის მეორე ნაწილი დაიწყო, სადაც სიტყვით წარსდგნენ „ვმ საქართველოს“ სამეურვეო საბჭოს წევრებმა, ჯაბა ლაბაძემ, რომელიც ასევე არის ქართული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორი, და მანანა შეყილაძემ, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი. ჯაბამ წარმოადგინა მოხსენება რეგიონებში ვიკიკლუბების განვითარების შესახებ და ხედვა ასეთი კლუბების შემდგომი განვითარების შესახებ. მანანა შეყილაძემ წარმოადგინა მოხსენება „ვმ საქართველოს“ და „იმსას“ ერთობლივი პროექტის „ვიკი-სკოლა საქართველოს“ შესახებ, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ ქართული ვიკიპედიისა და ვიკიმედიის სხვა პროექტების რედაქტირებას.

კონფერენციის ბოლოს, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოში ვიკიმედიის მოძრაობისა და ვიკიმედიის პროექტების განვითარების შესახებ, ასევე „ვმ საქართველოს“ განვითარების შესახებ.

სურათები კონფერენციიდან

edit

ვიკიმედიის რეგიონალურ და გლობალურ ღონისძიებებზე მონაწილეობა

edit

ვიკიმედიის სამიტი 2019

edit

ვიკიმედიის სამიტი 2019 – ყოფილი „ვიკიმედიის კონფერენცია“, რომელიც გაიმართა 2019 წლის 29–31 მარტს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: ვიკიმედიის სამიტი მიმართულია „მოძრაობის სტრატეგიის“ შემუშავებაზე და მოძრაობის სამომავლო დაგეგმარებაზე. სამიტის პროგრამა შეიქმნა მიმდინარე მოძრაობის სტრატეგიის პროცესისა და მისი სამუშაო ჯგუფების სტატუსის და საჭიროებების შესაბამისად. მონაწილეთა მრავალფეროვანი ჯგუფი შეიკრიბა, რომ ერთად ემუშავათ, ემსჯელათ და ეფიქრათ მოძრაობის მომავალზე, საბოლოოდ კი შეიმუშავებინათ რეკომენდაციები. ამ ცვლილების ასახვის მიზნით, ღონისძიებას სახელი შეეცვალა და გახდა „ვიკიმედიის სამიტი“.

წელს (2019) „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი სამიტზე წარადგინა მეჰმან იბრაგიმოვმა.

ვიკიმანია 2019

edit
Wikimania 2019

ვიკიმედიის პროექტებში ჩართული ყველა პირთა ყოველწლური მე-15 შეხვედრა – ვიკიმანია 2019 გაიმართა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სახელით, კონფერენციას ესწრებოდა ორგანიზაციის თავმჯდომარე მეჰმან იბრაგიმოვი. მეჰმანმა კონფერენციაზე, ვიკიმედია რუსეთის წარმომადგენელთან ერთად, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „კავკასიური თანამშრომლობა“, აგრეთვე ვიკიმედია უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ვიკის უყვარს დედამიწა“.

Wikimedia CEE Meeting 2019

edit
CEE-ის საერთო სურათი

Wikimedia CEE Meeting 2019 — ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა მე-8 ყოველწლური შეხვედრა, რომელიც მიმართულია ამ რეგიონში ვიკიმედიის პროექტების განვითარებისთვის. შეხვედრა 2019 წლის 11-13 ოქტომბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სახელით შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრები, ჯაბა ლაბაძე და მიხეილ ჭაბუკაშვილი. შეხვედრის დროს, ჯაბა ლაბაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება თემაზე „ვიკიპედია განათლებაში (საქართველოს მაგალითი)“.