ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი/მოხსენება/2017
ვიკიგაზაფხულის (Wikimedia CEE Spring) მიზანია თავისუფალი ცოდნის ადგილობრივი ძალების გაერთიანება, რათა მოხდეს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის შესახებ ინფორმაციის დაგროვება და გავრცელება; იქნება ეს ისტორია, კულტურა, ტრადიციები, რათა მხარდაჭერილ იქნას ამ რეგიონის შესახებ უფასო ცოდნის ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და გლობალურად წარმოჩენა.
2017 |
|
აქტივობათა მოხსენება: 2017
ვიკიგაზაფხული 2017
- პროექტის ხელმძღვანელი: David Asriashvili.
- პროექტის გვერდი ქართულ ვიკიპედიაში.
ღონისძიება ტრადიციულად, 21 მარტიდან 31 მაისამდე გაგრძელდა. ადგილობრივ კონკურსებს ორგანიზებას უწევენ ადგილობრივი ჯგუფები და ყოველ საზოგადოებაში კონკურსი ოდნავ განსხვავებულია ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. ქართულ ვიკიპედიაში კონკურსს ორგანიზზება გაუწია ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა.
კონკურსის ფარგლებში, 13-მა მონაწილემ 154 ახალი სტატია შექმნა. ყველა სტატიის ნახვა შეგიძლიათ ამ გვერდზე.
ედიტ-ა-თონი აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში
- პროექტის ხელმძღვანელი: Jaba Labadze.
ედიტ-ა-თონი 2017 წლის 13 მაისს, თბილისში, აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით. მოსწავლეებმა 31 ახალი სტატია შექმნეს ქართულ და ინგლისურ ვიკიპედიაში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ვიკიგაკვეთილები ხაშურისა და სურამის ბიბლიოთეკებში
- პროექტის ხელმძღვანელი: Jaba Labadze.
2017 წლის აპრილი-ივნისში, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ბორდის წევრმა და ქართული ვიკიპედიის აქტიურმა რედაქტორმა ჯაბა ლაბაძემ ხაშურისა და სურამის ბიბლიოთეკებში ახალგაზრდებს ვიკი-ტრენინგები ჩაუტარა. ტრენინგების დროს ახალგაზრდები გაეცნენ ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობის სპეციფიკას.
ვიკის უყვარს დედამიწა 2017
- პროექტის ხელმძღვანელები: Giorgi Balakhadze, Mehman Ibragimov & Mikheil Chabukashvili.
- პროექტის გვერდი Wikimedia Commons-ზე.
წელს, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ორგანიზებით, საქართველომ ამ კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა. ვიკის უყვარს დედამიწა ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსია, რომელიც მაისში ან ივნისში ტარდება მსოფლიო მასშტაბით, ვიკიპედიის საზოგადოებების წევრების ორგანიზებითა და ვიკიმედიის ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარებით. მონაწილეები სურათებს უღებენ ადგილობრივ ლანდშაფტებს და ვიკისაწყობში ტვირთავენ. ღონისძიების მიზანია მონაწილე ქვეყნების ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენა, ხალხის მოტირება, რომ გადაიღონ სურათები და გაავრცელონ თავისუფალი ლიცენზიით, რომლებსაც შემდეგ გამოიყენებს როგორც ვიკიპედია, ისე ყველა ყველგან.
კონკურსის ფარგლებში, 24-მა მონაწილემ 861 ფოტო ატვირთა. სტატისტიკას შეგიძლიათ გაეცნოთ You can review the contest statistics აქ.
წყნეთის ვიკიბანაკი
- პროექტის ხელმძღვანელები: Jaba Labadze and Mikheil Chkhikvadze.
2017 წლის 22-27 ივლისს, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციამ წყნეთში ვიკიბანაკი გამართა. ვიკიპედიის რედაქტირების გაკვეთილებსა და ედიტ-ა-თონში მონაწილეობა მიიღეს მე-20 საჯარო სკოლის მოსაწვლეებმა. მათ ქართულ და აფხაზურ ვიკიპედიებში 29 ახალი სტატია შექმნეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ვიკის უყვარს ძეგლები 2017
- პროექტის ხელმძღვანელები: Mehman Ibragimov, Beqa Baiashvili & Mikheil Chabukashvili.
- პროექტის გვერდი Wikimedia Commons-ზე.
2017 წლის სექტემბერში, საქართველოში ვიკის უყვარს ძეგლები მეორედ ჩატარდა. ეს გახლავთ ყოველწლიური საერთაშოროსო ფოტოკონკურსი, რომელიც სექტემბერში ტარდება მთელ მსოფლიოში, ვიკიპედიის საზოგადოებებისა და ვიკიმედიის ადგილობრივ ორგანიზაციათა დახმარებით. მონაწილეები სურათებს უღებენ ადგილობრივ ისტორიულ ძეგლებს და ვიკისაწყობში ტვირთავენ. კონკურსის მიზანია მონაწილე ქვეყნის მემკვიდრეობის ძეგლების წარმოჩენა და ხალხის წახალისება, რომ გადაუღონ ისტორიულ ძეგლებს ფოტოები და ისინი თავისუფალი ლიცენზიით გაავრცელონ, რასაც შემდეგ გამოიყენებს როგორც ვიკიპედია, ისე ყველა, ყველგან.
კონკურსის ფარგლებში, 33-მა მონაწილემ 2053 ფოტო ატვირთა. სტატისტიკას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
UG-GE-სა და სამოქალაქო აქტივიზმის სკოლის ერთობლივი პროექტი
- პროექტის ხელმძღვანელები: Mikheil Chabukashvili & George Melashvili.
- პროექტის გვერდი ქართულ ვიკიპედიაში.
2017 წლის 18-24 დეკემბერს, ქართულ ვიკიპედიაში ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც უნდა შექმნილიყო სოციალურ მეცნიერებათა თემატიკის სტატიები. კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი და სამოქალაქო აქტივიზმის სკოლა.
მონაწილეობა ვიკიმედიის რეგიონულ და გლობალურ ღონისძიებებში
აღვერანის ვიკიბანაკ
2017 წლის 5-10 იანვარს, სომხეთის ქალაქ აღვერანში ახალგაზრდა ვიკიპედიელებისთვის ვიკიბანაკი გაიმართა. საქართველოდან მონაწილეობდა ქართული ვიკიპედიის ოთხი რედაქტორი: NaswKai, Nina1009, Rgeti15, Nika chareqishvili; მათ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წარმომადგენელი Jaba1977 ხელმძღვანელობდა.
Wikimedia Conference 2017
2017 წლის 31 მარტი - 2 აპრილს ბერლინში Wikimedia Conference 2017 გაიმართა. ეს გახლავთ ვიკიმედის ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყოველწლიური შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიკიმედიის მოძრაობის მომავალი თანამშრომლობის, სტრუქტურებისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით. კონფერენციის მასპინძელი და ორგანიზატორია „ვიკიმედია გერმანია“ (WMDE) ფონდ ვიკიმედიასთან თანამშრომლობით. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბორდის წევრები, Mikheil Chabukashvili & David Asriashvili.
აღვერანის ზაფხულის ვიკიბანაკი
2017 წლის 26 ივლისი - 5 აგვისტოს, სომხეთის ქალაქ აღვერანში ახალგაზრდა ვიკიპედიელებისთვის ვიკიბანაკი გაიმართა. საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ქართული ვიკიპედიის ოთხმა რედაქტორმა: NaswKai, Nina1009, ნიკოლოზ ზივზივაძე, Chinchaladze; მათ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წარმომადგენელი Jaba1977 ხელმძღვანელობდა.
ვიკიმანია 2017
ვიკიმანია ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ვიკიპედიისა და მისი დობილი პროექტების შესახებ. იმართება კონფერენციები, დისკუსიები, შეხვედრები, ტრენინგები და ვორკშოპები. იკრიბება თავისუფალი ცოდნის ასობით მოხალისე მთელი მსოფლიოდან, რათა განიხილონ პრობლემები, წარმოადგინონ ახალი პროექტები და მიდგომები, გაცვალონ იდეები.
2017 წლის კონფერენციის თემებს შორის იყო თავისუფალი ცოდნის ხელშეწყობა, ამ მოძრაობაში აკადემიურ და კულტრულ ინსტიტუციათა როლი, კონფიდენციალურობა და უფლებები, ტექნოლოგიების როლი ამ მიზნების მიღწევაში. ვიკიმანია 2017 ასევე გამოირჩეოდა ამ მოძრაობაში ფრანკოფონიის როლის ღრმად მიმოხილვით; პროგრამის რამდენიმე ელემენტი ფოკუსირებული იყო პროექტებში ფრანგული ენის ხელშეწყობაზე.
ღონისძიება 2017 წლის 9-13 აგვისტოს, კანადის ქალაქ მონრეალში გაიმართა. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფიდან მასში მონაწილეობა მიიღო ბორდის წევრმა Mikheil Chabukashvili.
Wikimedia CEE Meeting 2017
Wikimedia CEE Meeting-ის მეექვსე ყოველწლიური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ ვიკიმედიელები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, 2017 წლის 22-25 სექტემბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდა.
შეხვედრის მთავარი მიზანია რეგიონში ვიკიმედიის ორგანიზაციებს, თემატურ ორგანიზაციებს, მომხმარებელთა ჯგუფებს, პროექტებსა და სხვა საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მხარდაჭერა და კავშირების დამყარება.
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფიდან მონაწილეობა მიიღეს ბორდის წევრებმა: Jaba Labadze და Sandro Gambashidze.