UG-GE/WikiTrainings in Marneuli/ka

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი მარნეულის განვითარებისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ატარებს ტრენინგ პროგრამას ვიკიმედიის პროექტებში ახალი მოხალისეების მოსაზიდად. ახალი მოხალისეები შეისწავლიან ვიკი-ტექნოლოგიებს და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის თავისებურებებს, რაც საფუძვლად უდებს თავისუფალი ცოდნის შექმნას ვიკიმედიის პროექტებში. ტრენინგი გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.


ტრენინგი ახალი მოხალისეებისთვის, ვიკიმედიის პროექტების შესასწავლად მარნეულში
29 სექტემბერი & 6, 13 ოქტომბერი 2019

იდეა

edit

იდეა ტრენინგის ჩატარებისა, სადაც ახალი მოხალისეები შეისწავლიან მუშაობას ვიკიმედიის პროექტებში, ყოველთვის არსებობდა. ასეთი სახის ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ მდგრადი ბაზისი ვიკიმედიის პროექტების საქართველოში შემდგომი განვითარებისთვის, რადგან ამ სახის ღონისძიებები იმართება/გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ასეთი სახის ღონისძიებები მოგვცემს საშუალებას განვავითაროთ მოხალისეობრივი სამუშაო ვიკიმედიის პროექტებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, და არა მხოლოდ ცენტრში.

მიზნები

edit

ჩვენი მთავრი მიზანია ახალი მოხალისეების მოზიდვა ვიკიმედიის პროექტებში სამუშაოდ. ასეთი ღონისძიებების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ შემდგომში ახალი მოხალისეების მომზადებას სამუშაოდ. ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის მხრივ ტრენინგის ჩატარებით, საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ჩვენ ხელს ვუწყობთ მრავალფეროვნების განვითარებაში და სხვადასხვა ინტერესისა და უნარის მქონე მოხალისეების წარმომადგენლობაში. ჩვენი მიზანია ვიკი-კლუბების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასეთი ღონისძიებების საშუალებით.

  • ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ჩვენი მიზნებია:
  1. ახალი რედაქტორების მოზიდვა.
  2. უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანის მოზიდვა ვიკიმედიის პროექტებში სამუშაოდ.
  3. ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზება ახალგაზრდებს შორის.
  4. კონტენტის დამატება და გაუმჯობესება.
  5. ვიკიპედიის და ღია წყაროს ცნობადობის ამაღლება.

სარგებელი

edit

ამ სახის პროექტების საშუალებით მოიგებს ყველა, როგორც მოხალისეები ისე ვიკიმედიელები, რომლებიც ცდილობენ განავითარონ ვიკიმედიის პროექტები საქართველოში. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოიგებს საზოგადოება თავისუფალი ცოდნის განვითარებით, რაც ხელს უწყობს კაცობრიობის მომავალს.

ყველა სარგებელი:

  1. ახალი მოხალისეები: ტრენინგის მონაწილეთა სახით, ვიკიმედიის პროექტები იძენენ ახალ მოხალისეებს თავისუფალი ცოდნის გასანვითარებლად.
  2. მონაწილეობა კონკურსებში: ახალ მოხალისეებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კონკურსებში და მოიგონ სხვადასხვა ღირებული პრიზები.
  3. მონაწილეობა ვიკი-ბანაკებში: მოხალისეებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ვიკიბანაკებში, სადაც ისინი შექმნიან ახალ კონტენტს ვიკიმედიის პროექტებისთვსი.
  4. მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამებსა და კონკურსებში: ახალი მოხალისეები გაუმჯობესებული უნარებით, ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის მხრივ, შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ ფონდ ვიკიმედიის საერთაშორისო პროგრამებში.

მონაწილეები

edit

ტრენინგის მონაწილე შეიძლება იყოს ყველა დაინტერესბული პირი, თუმცა, ძირითადად ახალგაზრდები. მონაწილეთა რიცხვი დაბალანსებული იქნება გენდერული პრინციპით (50% - 50%).

მონაწილეთა სია

edit
მომხ. სახელი
1 Moon2297
2 Simay557
3 Lale Askerova
4 Aisun02
5 Aitekin
6 Lika007
7 Arzu23
8 Q.Sabi18

ტრენერები

edit

ორგანიზატორები

edit

ტრენინგის ორგანიზატორები არიან ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი და მარნეულის განვითარებისა და განათლების ცენტრი. ტრენინგი ჩატარდება ქალაქ მარნეულში, მარნეულის ჩაის სახლის შენობაში.