Wikimedia Community User Group Georgia/Reports/2018/ka
2018 წლის 20 იანვარს, ქართული ვიკიპედიის რედაქტორის და ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ბორდის წევრისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვიკიპედიაში ჩატარდა ედიტ-ა-ტონი (რედაქტირების ინტენსიური კურსი), რომლის ფარგლებში ქართულ ვიკიპედიაში აფხაზეთის კულტურული მნიშვნელობის ძეგლებზე 136 ახალი სტატია შეიქმნა.
2018 |
|
აქტივობების მოხსენება: 2018
editიმსა & UG-GE ერთობლივი პროექტი
edit- პროექტის ხელმძღვანელი: Jaba1977
- გაეცანით სტატიას იმსა-ს ვებ-გვერდზე.
იმსა & UG-GE ერთობლივი პროექტი: მეორე რაუნდი
edit- პროექტის ხელმძღვანელი: Jaba1977
- გაეცანით სტატიას იმსა-ს ვებ-გვერდზე.
2018 წლის 17 თებერვალს, ქართული ვიკიპედიის რედაქტორის და ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ბორდის წევრისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვიკიპედიაში ჩატარდა ედიტ-ა-ტონი (რედაქტირების ინტენსიური კურსი), რომლის ფარგლებში ქართულ ვიკიპედიაში ჯავის მუნივიპალიტეტის კულტურული მნიშვნელობის ძეგლებზე 152 ახალი სტატია შეიქმნა.
ქალები რომლებსაც არ შეხვედრიხართ 2018
edit- პროექტის ხელმძღვანელები: მეჰმან იბრაგიმოვი & დავით ასრიაშვილი
ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფმა წელს პირველად გამართა აღნიშნული კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ ვიკიპედიაში ქალთა და ფემინისტურ ორგანიზაციებზე ახალი სტატიების შემქნას. ამ კონკურსის დახმარებით ჩვენ შევეცადეთ ვიკიპედიაში ქალთა შესახებ სტატიების რიცხვის გაზრდას, ისევე, როგორც ახალი მოხალისეების შემატებას ვიკიპედიაში. მარტის თვის დასაწყისში, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფმა და გაეროს ქალთა ოთახმა (საქართველოს წარმომადგენლობა), ვიკიმედია შვედეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ჩაატარა ერთობლივი ღონისძიება, რომელიც დაკავშირებული იყო ქალთა საერთაშორისო დღესთან. ჩვენ ჩავატარეთ ტრენინგ კურსი მონაწილეებისთვის, სადაც ისინი ისწავლეს თუ როგორ უნდა ემუშავათ ვიკიპედიაში. ამ პლატფორმაზე და სხვა (მათ შორის ონლაინ) პლატფორმებზე ჩვენ ვეხმარებით ახალ მონაწილეებს მუშაობას ვიკიპედიაში. კონკურსის განმავლობაში ქართულ ვიკიპედიაში ქალების შესახებ სულ 86 ახალი სტატია შეიქმნა.
ვიკიშეხვედრა
edit2018 წლის 4 მარტს, გაიმართა ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის და ქართული ვიკიპედიის რედაქტორების შეხვედრა თბილისში, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ვიკიპედიასა და ორგანიზაციაში არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული ვიკიპედიის რვა რედაქტორი და UG-GE წევრები. ვიმსჯელეთ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, სადაც შევთანხმდით, რომ წლის ბოლომდე უნდა გავმართოდ დიდი პროექტი ვიკიპედიის განვითარებისთვის.
იმსა & UG-GE ერთობლივი პროექტი: მესამე რაუნდი
edit- პროექტის ხელმძღვანელი: Jaba1977
2018 წლის 17 მარტს, ქართული ვიკიპედიის რედაქტორის და ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ბორდის წევრისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვიკიპედიაში ჩატარდა ედიტ-ა-ტონი (რედაქტირების ინტენსიური კურსი), რომლის ფარგლებში ქართულ ვიკიპედიაში ახალგორის მუნივიპალიტეტის კულტურული მნიშვნელობის ძეგლებზე 334 ახალი სტატია შეიქმნა.
ფოტო-ლაშქრობა
edit- პროექტის ხელმძღვანელები: მეჰმან იბრაგიმოვი & მიხეილ ჭაბუკაშვილი & დავით ასრიაშვილი
2018 წლის 18 მარტს, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის წევრებმა მოაწყეს პატარა ფოტო-ტური თბილისში. ტურის ფარგლებში, სურათი გადავიღეთ ქალაქის ახალ ლოკაციებს, რომლის სურათები არ არსებობდა მანამდე თავისუფალი ლიცენზიით. ტურის განმავლობაში გამოყენებული იყო მომხმარებელთა ჯგუფის ახალი კამერა.
ვიკიგაზაფხული 2018
edit- პროექტის ხელმძღვანელი: დავით ასრიაშვილი
2018 წლის 21 მარტიდან 31 მაისამდე, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფმა ჩაატარა საერთაშორისო კონკურსი ვიკიგაზაფხული 2018. კონკურსის განმავლობაში ქართულ ვიკიპედიაში სულ 60 ახალი სტატია შეიქმნა.
თავისუფლებიდან დამოუკიდებლობამდე: 100 წელი
edit- პროექტის ხელმძღვანელები: მეჰმან იბრაგიმოვი & მიხეილ ჭაბუკაშვილი
2018 წლის მაისი განსაკუთრებული იყო საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან 100 წელი შეუსრულდა კავკასიის პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას – საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელიც 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა. ეს თარიღი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია მთელი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც ქართული ვიკიპედიისთვის, რომელიც ონლაინ-წერილობითი გზით ხელს უწყობს სახელმწიფოს მისი ენის შენარჩუნებაში. ამ თარიღთან დაკავშირებით ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფმა გამართა კონკურსი ქართულ ვიკიპედიაში, რა დროსაც კონკურსანტებს უნდა შეექმნათ ახალი სტატიები ან გაუმჯობესათ არსებული სტატიები, რომლებიც დაკავშირებულები უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან (1918-1921). სტატიები ფასდებოდა ჟიურის მიერ.
- სტატისტიკა
კონკურსის დროს სულ 103 ახალი და არსებული სტატია შეიქმნა/გაუმჯობესდა (იხ. ყველა სტატია).
- პრიზები
პრიზის სახით კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცა წიგნების შესაძენი ვაუჩერები. ვაუჩერების ნომინალი იყო: 250, 150 და 100 ლარი (GEL). ასევე, კონკურსის ყველა მსურველ მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კონკურსის მეორე და მესამე საპრიზო ადგილები გაუქმდა, კონკურსანტების მხრიდან ვიკიპედიის წესების დარღვევის გამო.
ვიკის უყვარს დედამიწა 2018
edit- პროექტის ხელმძღვანელები: მეჰმან იბრაგიმოვი & ბექა ბაიაშვილი
ვიკის უყვარს ძეგლები (ინგლ.: Wiki Loves Earth) არის ყოველწლიური საერთაშორისო ფოტო კონკურსი, რომელიც იმართება მაისს-ივნისში განმავლობაში. კონკურსს ორგანიზებას უწევენ მსოფლიოს მასშტაბით ვიკიპედიის ადგილობრივი მოხალისეები, ვიკიმედიის ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარებით. მონაწილეები კონკურსის ფარგლებში ვიკისაწყობში ტვირთავენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მოცემული ადგილობრივი ბუნებრივი ძეგლების სურათებს. წელს, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის წევრების ორგანიზებით, საქართველომ მეორედ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსში. კონკურსის ფარგლებში 900-ზე მეტი სურათი აიტვირთა, რაც 100 სურათით მეტია გასული წლის მონაცემებისგან. კონკურსში 35 მონაწილემ მიიღო მონაწილეობა, საიდან 25 (71%) კონკურსანტი, კონკურსის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
ვიკიბანაკი
edit- პროექტის ხელმძღვანელი: Jaba1977
- გაეცანით სტატიას ვიკიბანაკის შესახებ.
2018 წლის 1-5 ივლისს, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით, წყნეთში ვიკიბანაკი გაიმართა. ვიკიბანაკის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის 27 მოსწავლისთვის ვიკიპედიის შემსწავლელი კურსი გაიმართა. ბანაკის ფარგლებში ქართულ ვიკიპედიაში თბილისის ისტორიის შესახებ 214 ახალი სტატია შეიქმნა.
ვიკის უყვარს ძეგლები 2018
edit- პროექტის ხელმძღვანელები: მეჰმან იბრაგიმოვი & ბექა ბაიაშვილი
ორი წარმატებული „ვიკის უყვარს ძეგლები“-ის კონკურსის შემდეგ (2016, 2017), ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფმა გადაწყვიტა წელს მესამედ ჩაეტარებინა კონკურსი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ თავისუფალი ლიცენზიით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უფრო მეტი სურათის ატვირთვას ვიკისაწყობში. ეს სურათები, თავისმხრივ, ვიკიპედიის სტატიების გაფორმებას და მათი ხარისხის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. კონკურსის განმავლობაში 42 კონკურსანტის მიერ 2 862 სურათი აიტვირთა. 42 კონკურსანტიდან 19 (45%) კონკურსის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა. ჩვენ ამ კონკურსით სრულად მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს.
ვიკიპედიის აზიის თვე 2018
edit- პროექტის ხელმძღვანელები: მეჰმან იბრაგიმოვი & დავით ასრიაშვილი
- კონკურსის გვერდი ქართულ ვიკიპედიაში
ვიკიპედიის აზიის თვე ყოველწლიური ონლაინ ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს აზიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას ვიკიპედიაში. 2015 წლიდან, ყოველ ნოემბერს, ყოველი მონაწილე ვიკი-საზოგადოება ატარებს თავის ენაზე (ვიკიპედიაში) ონლაინ კონკურს, რომელიც მიზნად ისახავს აზიის შესახებ ახალი სტატიის შექმნას ან არსებული სტატიის გაუმჯობესებას. გამონაკლისია თვით ის ქვეყანაა, სადაც ტარდება მიმდინარე კონკურსი.
წელს, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი და ქართული ვიკიპედია უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა კონკურსში. კონკურსის ფარგლებში, 12 კონკურსანტის მიერ, საიდანაც 4 კონკურსანტი ახალი იყო, სულ 148 ახალი სტატია შეიქმნა აზიის შესახებ.
ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფმა კონკურსის პირველი, მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულებს ჯილდო გადასცა, რაც წიგნის შესაძენი ვაუჩერი გახდა.
გალერეა
edit-
პირველი ადგილის გამარჯვებულის დაჯილდოვება
-
მეორე ადგილის გამარჯვებულის დაჯილდოვება
-
მესამე ადგილის გამარჯვებულის დაჯილდოვება
-
კონკურსის მონაწილისთვის, მონაწილეობის შესახებ სერტიფიკატის გადაცემა
-
კონკურსის მონაწილისთვის, მონაწილეობის შესახებ სერტიფიკატის გადაცემა
-
კონკურსის მონაწილისთვის, მონაწილეობის შესახებ სერტიფიკატის გადაცემა
საქართველოს ვიკი-კონფერენცია 2018 თბილისში
edit- დეტალურად იხილეთ აქ
2018 წლის 22 დეკემბერს, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფმა ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, რომელიც ფონდ ვიკიმედიამ ოფიციალურად 2015 წლის თებერვალში აღიარა, როგორც ფონდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ასევე ქართული ვიკიპედიის არსებობის მთელ ისტორიაში, გამართა ვიკი-კონფერენცია. კონფერენცია გამიზნული იყო საქართველოში ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზებისთვის და ვიკი-მოძრაობის განვითარებისთვის. კონფერენცია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ვინაიდან ეს პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება გახდა საქართველოში, რომელიც ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზებას ემსახურებოდა. კონფერენციას ესწრებოდნენ, როგორც გამოცდილი ვიკიპედიელები, ისევე ახალი ვიკიპედიელები, აგრეთვე ვიკიმედიელები. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ცნობილი პერსონები.
კონფერენცია 22 დეკემბერს, შაბათ დღეს, თბილისში მდებარე სასტუმრო „გალერი პალასი“-ში პატარა ლანჩით დაიწყო. ლანჩის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები და სტუმრები გადავიდნენ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში. კონფერენცია გაიხსნა სტუმრების მისალმებით, რომელიც ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ბორდის წევრმა და კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მეჰმან იბრაგიმოვმა გააკეთა. მან ასევე წარმოადგინა მოხსენება ფონდ ვიკიმედიის აქტივობების შესახებ და ასევე მიაწოდა ინფორმაცია სტუმრებს ფონდ ვიკიმედიის შესახებ, ფონდის სტრუქტურის და საქმიანობის შესახებ. დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვა დასვეს ფონდის შესახებ, რაზეც დეტალური პასუხი მიიღეს.
ფონდ ვიკიმედიის შესახებ მოხსენების წარდგენის შემდეგ, მეჰმან იბრაგიმოვმა ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ბორდის წევრთან, დავით ასრიაშვილთან ერთად, წარადგინა მოხსენება ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის საქმიანობის შესახებ. ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის წარმომადგენლებმა დეტალურად წარადგინეს კონფერენციის სტუმრებს ვიკიმედიის ყველა პროექტი, რაც ქართულ ენაზე არსებობს, ასევე ყველა ის პროექტი, რომელსაც ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი მართავს. კონფერენციის სტუმრებს ინფორმაცია მივაწოდეთ ასევე ქართულ ვიკიპედიაში გამართულ ყველა კონკურსზე, რომელსაც ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფმა გამართა. პროექტები, რომელიც ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფმა გამართა, დიდი ინტერესი გამოიწვია კონფერენციის სტუმრებს შორის.
ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ბორდის წევრების მიერ წარდგენილი მოხსენების შემდეგ, სიტყვა გადაეცა ორგანიზაციის ახალ წევრებს, კერძოდ ნინო თურმანიძეს & ანასტასია ჯღარკავას, რომლებმაც წარადგინეს დამსწრე საზოგადოებას თავიანთი მოხსენება. ანასტასია ჯღარკავამ და ნინო თურმანიძემ კონფერენციაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომლის ძირითადი თემატიკა იყო ქართული ვიკიპედიისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თანამშრომლობა. მათ ისაუბრეს თუ რგორ მოხდა ასოციაციის 100 მოსწავლის ჩართვა ვიკისაქმიანობაში, როგორ დაინტერესდნენ ვიკიში მუშაობით და როგორ მოხდა წყნეთის ვიკი-ბანაკების ფარგლებში მათ მიერ ასობით სტატიის დაწერა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მათი მოხსენების მეორე ნაწილი მიეძღვნა სომხეთის საერთაშორსო ბანაკში მათ მიერ მონაწილეობას და მსმენელებს ნათლად დაანახეს თუ როგორ ხდება ქართული ვიკიპედიის განვითარება მსგავსი პროექტებით.
ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ახალი წევრების მიერ წარდგენილი მოხსენების შემდეგ, სიტყვა გადაეცა ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ბორდის წევრს და ერთ-ერთ ძველ ვიკიპედიელს, რომელიც ვიკი-მოძრაობაში უკვე 10 წელზე მეტი ხანია ჩართული. ეს არის ჯაბა ლაბაძე. ჯაბა ლაბაძის მოხსენების მთავარი თემატიკა იყო „ვიკიპედია განათლებაში“, მან ისაუბრა არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით მის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზე. კერძოდ, როგორ ჩამოაყალიბა ვიკი-კლუბი საკუთარ სკოლაში და ასევე თავისი მუნიციპალიტეტის ორ უმსხვილეს ბიბლიოთეკაში. ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე თუ როგორ შეასწავლა მოსწავლეებს ისტორია ვიკიპდიის გამოყენებით. ისაუბრა საკუთარი სკოლის მოსწავლეების წარმატებებზე საერთაშორისო და ადგილობრვ კონკურსებში. ბოლოს კი აღნიშნა, რომ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მის მიერ მიღწეული წარმატება ძირითადად დაფუძნებული იყო სკოლაში ვიკიტექნოლოგიების გამოყენებასთან. აღნიშნული წარმატების შემდეგ იგი საქართველოს სხვადასხვა სკოლებში ატარებს ვიკიგაკვეთილებს და მოსწავლეებს ასწავლის ვიკიპედიას.
კონფერენციის დასასრულს სიტყვა ისევ მეჰმან იბრაგიმოვმა აიღო, რომელიც კონფერენციის სტუმრებს მოახსენა ქართულ ვიკი-პროექტებში არსებული პრობლემები, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ადამიანური რესურსების უკმარისობასთან. ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი, როგორც ვიკი-მოძრაობის ნაწილი, არის პატარა საზოგადოება, თუმცა ძალიან აქტიური საზოგადოება. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა დღეისთვის არის ადამიანური რესურსების უკმარისობა, რაც იწვევს დიდ პრობლემებს, მაგალითად ცოტა ადამინის ზრუნავს ვიკი-პროექტების განვითარებაზე და ცოტა ადამიანი კურირებს დიდ პროექტებს. ჩვენ ასევე პრობლემა გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობაში, რომლებიც სამწუხაროდ რეალურად არ შედიან ჩვენთან თანამშრომლობაში, მაგრამ გამოთქვამენ დახმარების მზაობას, თუმცა, პრაქტიკაში ეს არ ხდება. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ჩვენ მინიმალური შესაძლებობით და მინიმალური რაოდენობის დაინტერესებული პირებით ვახორციელებთ წარმატებულ პროექტებს და პოპულარიზებას ვახდენთ ვიკიმედიის პროექტების საქართველოში, ვინაიდან ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მოქმედებს ფონდ ვიკიმედიის სახელით. ზემოთ ხსენებული პრობლემები რჩება ძირითად გამოწვევათ ორგანიზაციული განვითარების გზაზე.
სურათები კონფერენციიდან
edit-
ჯგუფური ფოტო კონფერენციიდან
-
ჯგუფური ფოტო კონფერენციიდან
-
ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის გუნდი კონფერენციაზე
-
ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის გუნდი კონფერენციაზე
-
სურათები კონფერენციიდან
-
სურათები კონფერენციიდან
-
სურათები კონფერენციიდან
-
სურათები კონფერენციიდან
-
სურათები კონფერენციიდან
ვიკიმედიის რეგიონალურ და გლობალურ ღონისძიებებზე მონაწილეობა
editვიკიმედიის კონფერენცია 2018
edit2018 წლის 20-22 აპრილს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარდა ვიკიმედიის კონფერენცია 2018. კონფერენცია არის ვიკიმედიის ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრა, სადაც ორგანიზაციები და სხვა კომიტეტები მოლაპარაკებებს მართავენ ვიკი-მოძრაობის სამომავლო გეგმების შესახებ, ადგენენ სტრატეგიულ გეგმებს, გეგმავენ ერთობლივ პროექტებს და საუბრობენ ორგანიზაციულ განვითარებაზე. კონფერენციას მასპინძლობს ვიკიმედია გერმანია, ფონდ ვიკიმედიის ფინანსური მხარდაჭერით. წელს, კონფერენციაზე ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი ბორდის ორმა წევრმა — დავით ასრიაშვილმა და მეჰმან იბრაგიმოვმა წარადგინა.
წაღკაძორის ვიკი-ბანაკი
edit2018 წლის 18-27 აგვისტოს, ქართული ვიკიპედიის რედაქტორები, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის წარმომადგენლის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ვიკი-ბანაკში, რომელიც ვიკიმედია სომხეთის მიერ ორგანიზებული იყო. ვიკი-ბანაკი ქალაქ წაღკაძორში გაიმართა. მონაწილეები: მიხეილ ჭაბუკაშვილი (UG-GE), NaswKai, Nina1009, ნიკოლოზ ზივზივაძე, Nika chareqishvili.
ვიკიმედია CEE კონფერენცია 2018
editვიკიმედია CEE კონფერენცია 2018 (#WMCEE) არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების მეშვიდე ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც ეძღვნება ვიკიმედიის პროექტების და ორგანიზაციების განვითარებას ამ რეგიონში. კონფერენცია 2018 წლის 13-15 ოქტომბერს, უკრაინის ქალაქ ლვოვში გაიმართა. წელს კონფერენციაზე ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი ბორდის ორმა წევრმა მიხეილ ჭაბუკაშვილმა და ჯაბა ლაბაძემ წარადგინა.