ვმ საქართველო/განცხადებები/2020/უნივერსალური ქცევის კოდექსის შესახებ

Wikimedia Community User Group Georgia


ვმ საქართველოს განცხადება ფონდ ვიკიმედიის მიერ უნივერსალური ქცევის კოდექსის შემუშავებასა და მიღებაზე


თბილისი, საქართველო
2020





განცხადება

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ მიესალმება „ფონდ ვიკიმედიის“ მიერ უნივერსალური ქცევის კოდექსის შემუშავებას და შემდგომში მის მიღებას.

უნივერსალური ქცევის კოდექსი, რომელიც გავრცელდება ვიკიმედიის ყველა პროექტზე და იქნება სავალდებულო ყველასთვის, მათ შორის მომხმარებლებისთვის, სტუარდებისთვის და „ფონდ ვიკიმედიის“ თანამშრომლებისთვის, ჩვენი აზრით საჭიროა, ვინაიდან ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგი ხელს შეუწყობს ვიკიპედიის პროექტებში უფრო მეგობრული, დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

ასევე ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უნივერსალური ქცევის კოდექსის შემუშავება და მიღება დაკავშირებულია რიგ პრობლემურ საკითხებთან, არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული მოსაზრება და გააჩნიათ საფუძვლიანი კითხვები და შენიშვნები პროცესთან. ვიმედოვნებთ, რომ პროცესის ფასილიტატორები მიიღებენ მხედველობაში ყველა შენიშვნას, გაითვალისწინებენ მათ და გასცემენ ყველა კითხვაზე პასუხს.

ვიმედოვნებთ, რომ უნივერსალური ქცევის კოდექსი იქნება ის მინიმუმი ქცევის ნორმებისა, რომელსაც დაიცავს ყველა და რომელიც იქნება ათვლის წერტილი ყველასთვის. თავის მხრივ, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ამ მხრივ თანამშრომლობისთვის ყველასთან.

პატივისცემით,
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ თავმჯდომარე
მეჰმან იბრაგიმოვი

[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი
[ორგანიზაციის მრგვალი ბეჭედი]