ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი/2021-2023 წლების სტრატეგიული გეგმა
2021-2023 წლების სტრატეგიული გეგმა
თბილისი, საქართველო
2020
ვინ ვართ ჩვენ
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ არის აშშ-ში ბაზირებული არაკომერციული ორგანიზაციის, ვიკიმედიის პროექტების მმართველი „ფონდი ვიკიმედიის“ მომხმარებელთა ჯგუფი. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ არის ოფიციალურად რეგისტრირებული არაკომერციული ლეგალური ერთეული საქართველოს წარმომადგენლობაში, რომელიც 2015 წელს საქართველოში მცხოვრებმა ვიკიმედიის აქტიურმა კონტრიბუტორებმა შექმნეს; ისინი დაინტერესებული არიან ორგანიზებისა და პოპულარიზაციის აქტივობებით ეროვნულ დონეზე.
ორგანიზაციის მიზანია „ფონდ ვიკიმედიის“ მიერ შემოთავაზებულ პროექტებში მონაწილეობა და მათი ხელშეწყობა, ისევე როგორც ქართული საზოგადოების ორგანიზება. მისი ერთ-ერთი საკვანძო მისიაა ხალხის შეგულიანება, რომ შეაგროვონ, შექმნან და გაავრცელონ ცოდნა და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული კონტენტი საზოგადოებრივ საკუთრებაში ან სხვა ლიცენზიებით, რომლებიც ყველას უფასო წვდომას სთავაზობს ცოდნაზე, ამ კონტენტის თავისუფლად გავრცელებასა და მოდიფიცირებაზე. 2019 წლის 13 აგვისტოდან, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ოფიციალურად დარეგისტრირებულია საქართველოში მოქმედ არასამეწარმეო ლეგალურ ერთეულად.
ხედვა
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ იზიარებს „ფონდ ვიკიმედიის“ ხედვას: „წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ყოველ ადამიანს თავისუფლად მიუწვდება ხელი მთელ დაგროვებულ ცოდნაზე. ეს გახლავთ ჩვენი ვალდებულება“.
მისია
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მისიაა დაეხმაროს და წაახალისოს საქართველოს მოქალაქეები, შეაგროვონ, განავითარონ და გაავრცელონ ცოდნა და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული კონტენტი თავისუფალი ან სხვა ლიცენზიით. გარდა ამისა, ცოდნის ხელშეწყობა და წინ წამოწევა (ინიციაცია და სტიმულირება საზოგადოებრივი ინტერესის ცოდნის მიმართ და ცოდნის შემქნის, განვითარების და გავრცელების, ასევე ხელმისაწვდომობის მიმართ), ყველა მოქალაქის ცოდნისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, მათი სოციალური ან სხვა სტატუსის მიუხედავად, ასეთი ხელმისაწვდომობის ორგანიზება, დახმარების გაწევა კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მომზადებაში, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის შექმნას, დაგროვებას, განვითარებას და გავრცელებას. ჩვენი მისია და მიზნები შეესაბამება ჩვენი ორგანიზაციის წესდებას.
ღირებულებები
- წვდომა
- თანამშრომლობა
- საზოგადოება
- მრავალფეროვნება
- განათლება
- გენდერული თანასწორობა
- დამოუკიდებლობა
- გამჭვირვალობა
- გაზიარება
- მოხალისეობა
სტრატეგიული გეგმა
ეს სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ პროგრამებს, გაყოფილს ხუთ მთავარ მიზნად: 1) ნაკლული კონტენტის გაზრდა, 2) მონაწილეობის გაზრდა, 3) საზოგადოების მხარდაჭერა, განვითარება და ვიკიმედიის პოპულარიზაცია, 4) თანამშრომლობა „გლამ“-თან (გალერეები, ბიბლიოთეკები, არქივები, მუზეუმები), უნივერსიტეტებთან, საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან და სხვა ვიკიმედიურ და არავიკიმედიურ ორგანიზაციებთან. ყველა ეს პროგრამა შემუშავებულია ვიკიმედიის პროექტების განვითარებისთვის, როგორც ქართულ, ისე ვიკიმედიის სხვა ენებზე.
ნაკლული კონტენტის გაზრდა
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია ვიკიმედიის პროექტების კონტენტის ზრდა ქართულ და სხვა ენებზე. ამ მიზნის მისაღწევად, ჯგუფი ატარებს სხვადასხვა კონკურსს (სტატიების კონკურსები, ფოტოკონკურსები, მიკიმარათონი, ვიკიბანაკები) და პროექტები ქართულ ვიკიპედიასა და სხვა ვიკიპედიებში. კონკურსებს აქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ხასიათი.
ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ:
- ვაწყობთ ედიტ-ა-თონებს და სხვა ტიპის ვორკშოპებს ვიკიმედიის პროექტებში წვლილის შესატანად.
- ვაწყობთ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო კონკურსებს.
- ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონკურსებში.
- აქცენტს ვაკეთებთ მოვლენებზე, რომელთა მიზანიც არის ვიკიმედიის პროექტებში გენდერული ნაპრალის ამოვსება, როგორც კონტრიბუტორების, ისე კონტენტის თვალსაზრისით.
- მხარს ვუჭერთ პედაგოგიკურ პროექტებს უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და სკოლებში, რაც გულისხმობს ვიკიმედიის პროექტებში წვლილის შეტანას სწავლების პროცესში.
- ვუზრუნველყოფთ ტექნიკურ მხარდაჭერას ქართულ ენაზე ვიკიმედიის პროექტების შექმნისა და ზრდისთვის.
- ვუზრუნველყოფთ რესურსებს, რათა კონტრიბუტორებს დავეხმაროთ კონტენტის შექმნა-გაუმჯობესებაში, მაგალითად, წყაროებზე წვდომაში.
- ვაწყობთ თემატურ ვორკშოპებს ვიკიმედიის პროექტებში წვლილის შესატანად.
- ვმართავთ ფოტოგრაფიულ ღონისძიებებს, მაგალითად, ფოტოგრაფიულ გასვლებს საქართველოში რათა მასალა აიტვირთოს „ვიკისაწყობში“.
- ვაწყობთ ფოტოგრაფიულ კონკურსებს ვიკისაწყობისთვის, მაგალითად, „ვიკის უყვარს ძეგლებს“ და „ვიკის უყვარს დედამიწა“.
სტატების კონკურსები
ამ პროგრამის მთავარი მიზანია კონტენტის ხარისხისა და ავტორიტეტის ზრდა, ისევე როგორც მედიაფაილების შესაბამისობაში მოყვანა ვიკიმედიის პროექტებში (ძირითადად ვიკიპედიაში, ვიკისაწყობსა და ვიკიმონაცემებში). იმ ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელთა მიზანიც ვიკიმედიის პროექტების გამდიდრებაა, საკვანძო მოდელია თავისუფალი ცოდნის შექმნა-განვითარებისთვის; სწორედ ეს არის ჩვენი მისიის ნაწილი.
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ამ პროგრამაში თავის მიზნის მისაღწევად გამართავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონკურსებს. გარდა ამისა, ვიკიმედიის პროექტების გაუმჯობესების მიზნით, ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს სხვა ორგანიზატორთა მიერ ჩატარებულ კონკურსებშიც.
კონტენტის ხარისხის გაზრდა
ვიკიმედიის პროექტების კონტენტის ხარისხის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. უმნიშვნელოვანესია იმ კონკრეტული სტატიების ხარისხის გაუმჯობესება, რომლებიც პოპულარულია ვიკიმედიის პროექტებში, განსაკუთრებით ვიკიპედიაში. თუნდაც ვიკიმონაცემებსა და ვიკისაწყობში უკვე არსებული ინფორმაციის გაუმჯობესებას, სტრუქტურაში მოყვანას და კატეგორიზაციას დადებითი ეფექტი აქვს ვიკიმედიის პროექტების ხარისხზე; შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ამ მიმართულებითაც იმუშავებს.
Wikimedia UG Georgia will focus and put more effort into training editors who will improve and develop the content of Wikimedia projects. Improving the skills of most editors is the key to developing and improving the content of projects.
მედია კონკურსები
ვიკისაწყობში საქართველოსთან დაკავშირებული თავისუფალი ლიცენზიის კონტენტის ზრდა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია. შევეცდებით, რომ ასეთ პროექტებში უფრო მეტი მოხალისე და კონტრიბუტორი მოვიზიდოთ ახალი იდეებითა და მიდგომებით. მომავალ წლებში საქართველოში კვლავ გაგრძელდება ვიკისაწყობის ფოტოკონკურსების ორგანიზება, როგორიც არის „ვიკის უყვარს ძეგლები“ და „ვიკის უყვარს დედამიწა“.
მონაწილეობის ზრდა
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საკვანძო საქმიანობაა ახალი მოხალისეების, რედაქტორებისა და ვიკიმედიის მოძრაობის ინიციატივების მოზიდვა ვიკიმედიის პროექტების განვითარება-გაუმჯობესების მიზნით. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ვიკიმედიის პროექტებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდა, ძირითადად ქარულ ენაზე, ისევე როგორც ვიკიმედიის პროექტების სხვა ენებზე, ვინაიდან, ვიკიმედიის კონტენტისა და ხარისხის ზრდა მონაწილეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ვიკიმედიის მოძრაობაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით ჩატარებული და მხარდაჭერილი ტრენინგების გზით ვეძებთ სხვადასხვა ჯგუფებსა და ინდივიდებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად არიან წარმოდგენილი. როდესაც საზოგადოება იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს საზოგადოების მრავალფეროვნებას; შესაბამისად, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ სპეციალურ პოლიტიკას ახორციელებს საზოგადოების გამრავალფეროვნების მიზნით. ჯგუფი ასევე მოძებნის შესაძლებლობებს, რათა ვიპოვოთ მონაწილეობის ზრდის შანსები და ვიკიმედიის პროექტებში გავაუმჯობესოთ კლიმატი ახალბედებისთვის.
ამ მიზნის მისაღწევად, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ სხვადასხვა პროექტებს ჩაატარებს, რისთვისაც გამოიყენებს როგორც საკუთარ, ისე ამ მიმართულების სხვა კომპანიონ ორგანიზაციათა გამოცდილებას.
ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ:
- ორგანიზებას ვუწევთ ოფლაინ და ონლაინ ტრენინგებს, რათა მეტი ახალი რედაქტორი მოვიზიდოთ ვიკიპედიასა და მის დობილ პროექტებში.
- ფართო საზოგადოებისთვის ვიკიპედიის რედაქტირების სწავლებისთვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
- ვახდენთ ვიკიპედიის რედაქტირების ინტეგრაციას განათლებაში.
- ვთანამშრომლობთ სახელმწიფო, სამეცნიერი და საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან, რათა გავზარდოთ ვიკიპედიის რედაქტირებაში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა.
- ვავლენთ მომხმარებელთა ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს და ვფოკუსირდებით ღონისძიებებზე, რომლებიც მათ ვიკიმედიის პროექტებში მოიზიდავს.
ვიკიკლუბები
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს“ ამჟამად ორი აქტიური ვიკიკლუბი აქვს ქვეყნის ორ რეგიონში; მათ შორის ერთი კლუბი ფინქციონირებს რეგიონში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური უმცირესობა შეადგენს და ემსახურება საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.
By 2020, it became clear that the existence of WikiClubs would contribute to the development of Wikipedia and other Wikimedia projects, and it was for this purpose that the Wikimedia UG Georgia decided to open the first WikiClubs. Today, there are already five active WikiClubs in different regions of Georgia.
ვიკიკლუბები საიმედო ინსტრუმენტია ვიკიმედიის პროექტებში ადამიანური პოტენციალის მოზიდვისა და განვითარებისთვის. ამ გზით ჩვენ ადამიანებს პროექტებში ვიზიდავთ, ვაძლევთ მუშაობისთვის შესაბამის რესურსებს და ვთავაზობთ სტაბილურ პლატფორმას მათი უნარების, ვიკიმედიის პროექტებისა და საზოგადოების განვითარებისთვის.
ვიკიბანაკები
წარსულის პროექტებში მიღებულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ვიკიმედიის პროექტებში ახალ მომხმარებელთა მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ვიკიბანაკები. ერთ-ერთი ასეთი ვიკიბანაკი 2019 წელს მოვაწყეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია მოძრაობის განვითარებისთვის, რაც უნდა გაგრძელდეს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში.
პირველ ეტაპზე მოვაწყობთ ადგილობრივ ვიკიბანაკებს, საქართველოში; შემდეგ წლებში კი გავმართავთ რეგიონულ ბანაკებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ კონტრიბუტორები მეზობელი ქვეყნებიდან.
ტრენინგები
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ჩაატარებს ღია ტრენინგებსა და ვორკშოპებს ყველა იმ დაინტერესებული მხარისთვის, რომლებსაც ვიკიმედიის ქართულენოვან პროექტებში სურთ წვლილის შეტანა. ტრენინგები და ვორკშოპები ჩატარდება როგორც ონლაინ, ისე პირისპირ.
Over the past years, it has become clear that such sessions attract people's interest, which helps us attract new contributors to Wikimedia projects. This helps us to increase and improve the quality of content in our projects.
საზოგადოების მხარდაჭერა, განვითარება და ვიკიმედიის პოპულარიზაცია
საზოგადოების განვითარება, მხარდაჭერა და მისი მდგრადობის შენარჩუნება „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. ვიკიმედის თვითორგანიზებადი საზოგადოება საქართველოში განვითარებას განაგრძობს და ჯგუფი მათ ამაში ეხმარება. უკვე დიდი ხანია, ეს მიმართულება ორგანიზაციის პროგრამული საქმიანობის ნაწილია და ვიკისაზოგადოებასთან მუშაობისას, ჩვენ გავაგრძელებთ უკვე აპროპირებული გზების გამოყენებას.
ვიკიმედიისა და მისი პროექტების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანია „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფისთვის“ და მნიშვნელოვანი ასპექტია აფილაციისთვის, რადგან საქართველოში ვიკიმედიის პროექტები ნაკლება დპოპულარულია და ხალხმა მათ შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის.
ამ მიზნის მისაღწევად, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ სხვადასხვა პროექტებს ჩაატარებს, რისთვისაც გამოიყენებს როგორც საკუთარ, ისე ამ მიმართულების სხვა კომპანიონ ორგანიზაციათა გამოცდილებას.
ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ:
- ჩავატარებთ ღია შეხვედრებს საზოგადოებასთან და მათ ვიკიმედიის მოძრაობას გავაცნობთ.
- მხარს ვუჭერთ საზოგადოების წარმომადგენლებს ვიკიმედიის საერთაშორისო ღონისძიებებში გამოცდილების გაზიარებისა და ახალი უნარების შესაძენად.
- ჩავატარებთ რეგიონულ და ადგილობრივ შეხვედრებს, რათა თავი მოვუყაროთ კონტრიბუტორებსა და მოხალისეებს და მოვახდინოთ ადგილობრივი საზოგადოების ჯგუფების ზრდის პოპულარიზაცია.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრებს დავეხმარებით „ფონდ ვიკიმედიისგან“ ინდივიდუალური გრანტების მიღებაში, რათა განხორციელონ საკუთარი პროექტები.
- ჩვენს საიტზე, ბლოგზე და სოციალურ მედიაში წარმოვაჩენთ ქართველ კონტრიბუტორთა მაღალი ხარისხის მუშაობას.
- გავზრდით ვიკიმედიის პროექტების ცნობადობას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
- ვატარებთ ღონისძიებებს რედაქტორებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით.
- ორგანიზებას ვუწევთ ჰაკათონებსა და სხვა ღონისძიებებს ვიკიმედიის პროექტებისთვის ტექნიკური უნარების გაზრდის მიზნით.
საქართველოს ვიკიკონფერენცია
საქართველოს ვიკონფერენცია და წლიური საერთო კრება ორი ძირითადი ყოველწლიური ღონისძიებაა. პირველი ასეთი კონფერენცია გაიმართა 2018 წლის დეკემბერში. გარდა ამისა, „ვმ საქართველო“ ყოველწლიურად გამართავს ყოველწლიურ საერთო შეხვედრებს ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრის მონაწილეობით, ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის.
საზოგადოების ღონისძიებები
პირისპირ შეხვედრების ორგანიზება მნიშვნელოვანია როგორც „ვმ საქართველოს“ წევრებისთვის, ასევე მთელი ვიკისაზოგადოებისთვის საქართველოში. ეს საშუალებას გვაძლევს გავაძლიეროთ ონლაინ თანამშრომლობა, ხელს უწყობს მოხალისეებს შორის სასარგებლო ქსელური კავშირების დამყარებას და ცოდნის გაზიარებას პრეზენტაციების, დისკუსიებისა და პირადი შეხვედრების ფორმატში. მოხალისეების გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ვიკისაზოგადოების განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ფართობის გამო. რეგიონებში კონფერენციების და სხვა სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას და ზრდას.
სტიპენდიები
საერთაშორისო ღონისძიებებისთვის სტიპენდიების გაცემა საზოგადოების და ორგანიზაციული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოადგენს ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას. კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებზე დასწრება ადგილობრივი საზოგადოების წევრებს საშუალებას აძლევს დაამყარონ და გააძლიერონ კავშირები, შეიძინონ ახალი ცოდნა და გააზიარონ ის მათი მოხსენებების, შენიშვნებების, სტატიების, ფოტოებისა და სოციალური მედიის საშუალებით. იმის გამო, რომ ეკონომიკურ მიზეზთა გამო საქართველოს მოქალაქეების უმეტესობისთვის ძნელია ძვირადღირებული საერთაშორისო მოგზაურობის დაგეგმვა, „ვმ საქართველოს“ სტიპენდიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.
თანამშრომლობა GLAM-თან, უნივერსიტეტებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ აქტიურად თანამშრომლობს GLAM-თან, უნივერსიტეტებთან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. უკვე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სკოლასთან და მათთან ერთად გვინდა შევქმნათ ვიკიკლუბების ქსელი; ასევე ვთანამშრომლობთ საქართველოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტებთან, მუზეუმებთან და ბიბლიოთეკებთან. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია ვიკიმედიის პროექტებში ახალი მოხალისეების მოზიდვა და მათ მიერ ახალი კონტენტის შექმნა (ძირითადი აქცენტი კეთდება ვიკიპედიაზე, ვიკისაწყობსა და ვიკიმონაცემებზე).
საგანმანათლებლო დაწესებულებები ვიკიმედიის პროექტების მოხალისეთა მთავარი წყაროა საქართველოში; შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა. ამავე დროს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებობს გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით უნივერსიტეტებში, სადაც არსებობს სტერეოტიპი, რომ ვიკიპედია ინფორმაციის არასანდო წყაროა და მიმდინარეობს ვიკიპედიის ანტიპიარი. შევეცდებით მათთან კავშირს და ვასწავლით, როგორ მუშაობს ვიკიმედიის პროექტები და რა სარგებელი შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენ მათ.
ჩვენი ორგანიზაცია ატარებს და ჩაატარებს ტრენინგებსა და ვორკშოპებს GLAM დაწესებულების, უნივერსიტეტებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებათა თანამშრომლებისთვის ისე, რომ ამის შემდეგ მათ დამოუკიდებლად შეძლონ ვიკიმედიის პროექტებში მუშაობა.
Wikimedia UG Georgia is actively cooperating and will continue to cooperate with government agencies to develop and popularize projects and the Wikimedia movement locally in Georgia. State structures such as the Ministry of Education and others are strategic organizations in the development of Wikimedia projects in Georgia, as well as in the development and growth of the Wikimedia Movement locally in Georgia.
ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ:
- ვამყარებთ კავშირებს GLAM დაწესებულებებთან საქართველოში.
- ბიბლიოთეკებსა და არქივებს ვეხმარებით საკუთარ საქმიანობაში ვიკიმედიის პროექტებთან ინტეგრაციაში.
- ვატარებთ ტრენინგებს (ფიზიკურს თუ ონლაინს) ვიკიმედიის პროექტებში წვლილის შესატანად.
- ვქმნით ვიკიკლუბების ქსელს.
- ვქმნით ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიას.
ვიკიმედიისა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
„ვმ საქართველო“ კვლავაც იქნება „ფონდ ვიკიმედიის“ აქტიური წარმომადგენლობა და გლობალური ვიკიმედიური მოძრაობის ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ვიკიმედია სომხეთთან“, „აზერბაიჯანელ ვიკიმედიელთა მომხმარებელთა ჯგუფთან“, „ვიკიმედიის მომხმარებელთა თურქეთის ჯგუფთან“, „ვიკიმედია რუსეთთან“ და შევეცდებით დავამყაროთ ურთიერთობები სხვა ვიკიმედიურ და თემატურ ორგანიზაციებთან, რათა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და რესურსები, აგრეთვე განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები. „ვმ საქართველო“ მიზნად ისახავს ვიკიმედიის მოძრაობაში ქართულენოვანი მომხმარებლების ჩართულობის გაზრდას.
ამ მიზნის მისაღწევად, „ვმ საქართველო“ „ფონდ ვიკიმედიის“ სხვა ასოციაციებთან თანამშრომლობით ჩაატარებს ერთობლივ პროექტებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ და განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ვიკიმედიის პროექტების განვითარებას.
ვიკიმედიის პროექტებში ახალი მოხალისეების და რედაქტორების მოსაზიდად, ისევე როგორც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ქართულ ვიკისაზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, „ვმ საქართველო“ ითანამშრომლებს არავიკიმედიურ ორგანიზაციებთან, რადგან ჩვენი მოძრაობისთვის და ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტებისთვის მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ სფეროში და გავაფორმეთ მემორანდუმი კონკრეტულ ორგანიზაციასთან.
ჩვენი მიზნების მისაღწევად, ასევე ვითანამშრომლებ სამთავრობო სააგენტოებთან, რადგან ჩვენი ძირითადი მიზანი საქართველოში ვიკიმედიის პროექტების განვითარებაა. ეს სტრუქტურები იქნება განათლების სამინისტრო და ა. შ.
ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ:
- ==ვიკიმედიის განყოფილებებთან და სხვა არავიკიმედიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა==
- ვატარებთ ერთობლივ პროექტებს ვიკიმედიის სხვა განყოფილებებთან და არავიკიმედიურ ორგანიზაციებთან.
- ვმართავთ შეხვედრებს, ტრენინგებსა და ვორკშოპებს ვიკიმედიის სხვა არავიკიმედიურ ორგანიზაციებთან.
Outreach
An important part of our work will be the promotion of Wikimedia projects using media (Social, Online media and etc.). To achieve this, we will use social media as well as Wikimedia UG Georgia blogs.
We are actively working with various organizations and government agencies to pass the appropriate laws for freedom of panorama and in the coming years we will continue to work in this direction.
ორგანიზაციული განვითარება
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია ორგანიზაციული განვითარება, რათა გახდეს „ფონდ ვიკიმედიის“ ოფიციალური განოფილება საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, მათ შორის მოვახდენთ შემოსავლების წყაროების დივირსიფიცირებას და განვავითარებთ ადამიანურ პოტენციალს, ასევე გავზრდით პროექტებისა და პროგრამების რაოდენობას.
რისკების რუკა
მცირე ზემოქმედება | მცირე ზემოქმედება, მოსალოდნელი | მაღალი ზემოქმედება, ნაკლებად მოსალოდნელი | მაღალი ზემოქმედება, მოსალოდნელი |
ორგანიზაციის უუნარობა მოერგოს გარემოშო მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს | პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში | მოხალისეობის კულტურის მნიშვნელოვანი ვარდნა საქართველოში | |
საბანკო სისტემის კოლაფსი | COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მოსალოდნელი შეზღუდვები | ||
ქვეყანაზე თავდასხმა და შესაძლო საომარი მდგომარეობა | სამხედრო კონფლიქტები კავკასიაში |