|
Chapter four
- Selective justice: Let us remember chapter one. MIKHEIL was one of the initiators of the new strictest rule on the control of admin activity. But now it became clear that even MIKHEIL, at least since January to June, could not even reach the 500 edit limit originally supported by him (please see his edits within three month periods: January-March, February-April, March-May, April-June and 17th of April to 17th of June). Of course, for me it's nothing to blame if you're not very active. But it is unworthy if the administrator does not want to be subordinated to the rule and tries to interpret this rule fraudulently wrong. After that, he makes more than 500 destructive small edits within one hour period and writes that on June 17th he has already reached 500 edits and admin rights can not be removed. In his view, it does not matter that he did not even reach the limit for half a year. MIKHEIL told us to catch him, but since we did not even do that in half a year, now we can do nothing. Unfortunately, this narrative is also shared by second bureaucrat David1010, who earlier said that the new rule replaced the old one only because earlier the "lazy" administrators could remain inactive for five months and achieve sufficient edits only in the sixth month. David1010, the lead author of the new rule, once wrote that removal of admin rights should be done automatically: "If you do not have sufficient edits, it means that you are no longer an administrator."
- Reaction of Georgian Wikipedia Community: About the removal of MIKHEIL's admin rights in the discussion of July 19 to 31 there was an absolute consensus. Removal after the valid rule required users: Giorgi13, Surprizi, Beqabai, Gobrona, Giorgi Balakhadze, გიორგი ჩუბინიძე, Zangala, SHOTHA, Fiqriasidamonize, პაატა შ and me. Later, user Mellberg also advised the administrator to voluntarily resign. Wikipedia community expected a decent move from MIKHEIL. But since both bureaucrats MIKHEIL and David1010 (and also the above-mentioned jury members Jaba1977 and Mehman97) ignored our discussion all this time, I have addressed to the stuaries to pull the valid settlement of the Georgian Wikipedia.
- Indignation: The bureaucrats and users Mehman97 noticed us only after I addressed the stewards. Mehman97 first reacted on meta-wiki. Only afterwards did he explain in Georgian Wikipedia that the removal of MIKHEIL's administrative rights should be solved by voting, because in his opinion the valid rule was somewhat unclear. In addition, Mehman97 sarcastically tells me that such an unclear regulation in Wikipedia was brought by me. By the way, the regulation clearly states that the removal of rights does not need a vote. Excited by Mehman97's idea, David1010 started a five-day vote to answer the question of removing or maintaining the MIKHEIL’s rights. By David1010's view, I had no right to appeal to the stewards and he was surprised as I dared!
- Meatpuppetry: Because of the illegality of the vote many users did not participate. But on the part of the bureaucrats, it was about clear meatpuppetry. Proof of this are already the contributions of MIKHEIL's proponents. Nina1009 is the plagiarizing user who should get prized by MIKHEIL, Jaba1977 and Mehman97. The users დავით ბანცაძე, ლერი ზივზივაძე, Daliladalo, Ani.loladze do not have sufficient contributions. The user Nino270201 has no contribution within the last two years and suddenly appears in this vote. Most of the MIKHEIL's proponents call Jaba1977 as a Wiki-teacher on their own user pages or have no user pages at all. The user Rgeti15 himself confirmed that he was notified outside of Wikipedia to participate in the vote. The user გიორგი ჩუბინიძე acknowledged that earlier he was also victim of meatpuppetry by the same user group. Most of these proponents are new users joined in the projects of Wikimedia Community User Group Georgia (MIKHEIL, Jaba1977, David1010 and Mehman97) supported by the Wikimedia Foundation. Joining of the new users is very very positive fact. However, misusing their resource for own purposes and meatpuppetry is very very negative fact.
- It should be noted that bureaucrat David1010 prohibited all users verbally express their opinions during the vote. Pro or contra votes just had to be made using a special template without any comment. Therefore, David1010 removed all comments from the users participating in the vote. Such a practice established during the previously rewieved votes. This practice is disrespectful to the participants in the vote, who are only seen as statistical units.
- Discredit, Terror: Unfortunately, this whole procedure was accompanied by the discredit and terror of bureaucrats and administrators against me and the users of the same opinion. So for example, MIKHEIL repeatedly calls me malicious, parasite of Wikipedia, envious, former Wikipedian. He says he has nothing to discuss with the "former Wikipedian". After user Gobrona agreed me on several issues, he received a strict warning from MIKHEIL to use the exclamation mark. Yes, according to MIKHEIL's view, the exclamation mark is uncaring and offensive attitude and Gobrona is also provocative and envious. Unfortunately, the statements of the administrator Otogi are also very disturbing. He refers to the users პაატა შ and BRUTE as intriguers only because of their critical remarks against MIKHEIL's actions. Then he explains to user Gobrona that a person's criticism violates the rules of Wikipedia and ethical norms. Later, he explains to all users that it is unacceptable to criticize an administrator. And finally, on August 8, he banishes me for a month for uncovering meatpuppetry. In his view, it is a personal attack and violation of ethical norms. On the same day he also banned the user Zangala for the same reason for a week. Later, the user Gobrona also said that meatpuppetry also seems very clear to him; Therefore, administrator David1010 threatened to banish him.
- Consequences: By still an unlawful vote MIKHEIL retained his Admin+ rights and thanked the community for "support".
|
ნაწილი მეოთხე
- შერჩევითი სამართალი: გავიხსენოთ ნაწილი პირველი. MIKHEIL იყო ერთ-ერთი ინიციატორი და აქტიური მხარდამჭერი ადმინთა აქტიურობის გამკაცრებული წესისა. თუმცა, ახლა, როგორც გაირკვა, მიხეილი სულ მცირე იანვრიდან მოყოლებული ვერც ერთი სამი თვის განმავლობაში ვერ აღწევდა თავის დროზე მის მიერვე აქტიურად მხარდაჭერილი წესით განსაზღვრულ 500 ზოგადი რედაქტირების ზღვარს (იხ. მისი აქტიურობა სამთვიან შუალედებში: იანვარი-მარტი, თებერვალი-აპრილი, მარტი-მაისი, აპრილი-ივნისი, ასევე 17 აპრილიდან 17 ივნისამდე). არააქტიურობა ჩვეულებრივი ამბავია, არაფერი დასაზრახი. მაგრამ არაღირსეულია ის, რომ ჩემს მითითებაზე, შესრულდეს წესი, ადმინისტრატორი იწყებს თავის დაცვას გრამატიკის ნორმათა თავდაყირა დაყენებით, შემდეგ კი ერთი საათის ინტერვალში აკეთებს ყოვლად უაზრო ცვლილებებს თარიღების სტატიებში. ამის შემდეგ კი იგი წერს, რომ 18 ივლისის მდგომარეობით მას 500 რედაქტირებაზე მეტი აქვს და ვერ ჩამოვართმევთ სტატუსს. მისი თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, რომ მთელი ნახევარი წელი ზღვარი არაა გადალახული, მათ შორის 17 ივლისის მდგომარეობით. MIKHEIL გვეუბნება, რომ ჩვენ ის უნდა გამოვიჭიროთ და რადგან მთელი ნახევარი წელი ვერ გამოვიჭირეთ, ახლა ვეღარაფერს დავაკლებთ. სამწუხაროა, რომ ამ ნარატივს დაეთანხმა წესის ავტორი ადმინისტრატორი David1010-ც, რომელიც თავის დროზე წერდა, რომ ძველი წესი იმიტომ შეიცვალა, რომ იგი „ადმინისტრატორს უფლებას აძლევდა 5 თვე დაესვენა და შემდეგ ერთთვიანი მუშაობით კვლავ შეენარჩუნებინა სტატუსი“. David1010 თავის დროზე იმასაც წერდა, რომ ახალი წესის მიხედვით სტატუსის მოხსნა ავტომატურად მოხდებოდა, „თუ სამი თვეში ის წვლილი არ გექნა ეგ ნიშნავს, რომ ადმინი აღარ ხარ“.
- ვიკისაზოგადოების რეაქცია: MIKHEIL-ისთვის ადმინისტრატორის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით 19 ივლისიდან 31 ივლისამდე მიმდინარე განხილვაში მომხმარებელთა შორის იყო სრული თანხმობა: მოქმედი წესის საფუძველზე სტატუსის მოხსნას ითხოვდნენ მომხმარებლები Giorgi13, Surprizi, Beqabai, Gobrona, Giorgi Balakhadze, გიორგი ჩუბინიძე, Zangala, SHOTHA, Fiqriasidamonize, პაატა შ და მე. მოგვიანებით, MIKHEIL-ს თავისი ნებით გადადგომა ურჩია მომხმარებელმა Melberg-მაც. მე და სხვა მომხმარებლებიც ველოდებოდით მიხეილის ღირსეულ ნაბიჯს. მაგრამ რადგან თავად MIKHEIL-იცა და მეორე ბიუროკრატი David1010-ც (აგრეთვე ზემოთგანხილული კონკურსის ჟიურის წევრები Mehman97 და Jaba1977) ამ ხნის განმავლობაში სრულ იგნორირებას უკეთებდნენ საზოგადოების რეაქციას სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით, მე მივმართე სტიუარტებს, რომ ქართულ ვიკიპედიაში მოქმედი წესის შესაბამისად MIKHEIL-ს ჩამორთმეოდა ადმინისტრატორის სტატუსი.
- აღშფოთება: ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორებმა, ბიუროკრატებმა და მომხმარებელმა Mehman97-მა მხოლოდ მას შემდეგ დაგვინახეს ქართული ვიკისაზოგადოება, რაც მე სტიუარტებს მივმართე. Mehman97-მა პირველად სწორედ მეტაზე გამოხატა რეაქცია, შემდეგ კი ქართულ ვიკიპედიაში განაცხადა, რომ მიხეილის ადმინისტრატორის სტატუსის ბედი კენჭისყრას უნდა გადაეწყვიტა, რადგან თითქოსდა სტატუსის მოხსნის შესახებ წესი ბუნდოვანია. ამავე დროს Mehman97 სარკასტულად მომმართავს, რომ თურმე მე შემოვიღე ასეთი ბუნდოვანი წესი. სხვათა შორის, მოქმედი წესი გარკვევით ამბობს, რომ არააქტიურობის შემთხვევაში ადმინისტრატორს სტატუსი კენჭისყრის გარეშე უწყდება. Mehman97-ის შემოთავაზება კენჭისყრის თაობაზე აიტაცა ბიუროკრატმა David1010-მა და დანიშნა კენჭისყრა, რომელსაც 5 დღის განმავლობაში უნდა გადაეწყვიტა MIKHEIL-ის სტატუსის ბედი. David1010-ის თქმით, მე უფლება არ მქონდა, ბიუროკრატების გვერდის ავლით მიმემართა სტიუარტებისთვის და გაიკვირვა, როგორ ვიკადრე ეს.
- მეგობრებით თამაში: კენჭისყრის არალეგიტიმურობის გამო, რა თქმა უნდა, განხილვაში მონაწილე ბევრმა მომხმარებელმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. სამაგიეროდ, ადმინისტრატორთა მხირდან აშკარად ადგილი ჰქონდა მეგობრებით თამაშს. ამაში დასარწმუნებლად MIKHEIL-ის ადმინისტრატორობის შენარჩუნების მომხრეთა წვლილის გადახედვაც კმარა: Nina1009 არის სწორედ იმ პლაგიატური სტატიის ავტორი, რომელსაც პრიზს ჰპირდებოდნენ MIKHEIL, Jaba1977 და Mehman97; მომხმარებლებს დავით ბანცაძეს, ლერი ზივზივაძეს, Daliladalo-ს, Ani.loladze-ს სათანადო წვლილი არა აქვთ; მომხმარებელ Nino270201-ს ბოლო ორი წლის განმავლობაში წვლილი საერთოდ არ აქვს და მოულოდნელად სწორედ ამ კენჭისყრაში ჩნდება; MIKHEIL-ის ადმინისტრატორობის შენარჩუნების მომხრე მომხმარებელთა უმრავლესობას პირად გვერდზე ვიკი-მასწავლებლად მითითებული ჰყავთ მომხმარებელი Jaba1977 ანდა საერთოდ არ აქვთ პირადი გვერდი შექმნილი. მომხმარებელმა Rgeti15 პირდაპირ თქვა, რომ მას ვიკიპედიის გარეთ მისწერეს, რომ ეს კენჭისყრა მიმდინარეობდა. მომხმარებელმა გიორგი ჩუბინიძემ კი აღიარა, რომ ამ მომხმარებელთაგან იგი წარსულში იყო მეგობრებით თამაშის მსხვერპლი. ამ მომხმარებელთა უმრავლესობა არის Wikimedia Community User Group Georgia-ს აქტიური წევრების MIKHEIL, Jaba1977, David1010 და Mehman97 მიერ ჩატარებული და ფონდის მიერ დაფინანსებული ღონისძიებებით მოზიდული ახალი მომხმარებლები, რაც ძალიან დადებითი ფაქტია. მაგრამ მათი რესურსის გამოყენება პირადი მიზენებისათვის და მეგობრებით თამაში არის ძალიან ცუდი ფაქტი.
- აღსანიშნავია, რომ David1010-მა კენჭისყრაში მონაწილეობისას ყველას აუკრძალა აზრის გამოხატვა სიტყვებით; საკუთარი პოზიცია მომხმარებლებს მხოლოდ სპეციალური თარგითა და ხელმოწერით უნდა დაეფიქსირებინათ. ამიტომ David1010 შლიდა სხვა მომხმარებლის კომენტარებს კენჭისყრიდან. ასეთი პრაქტიკა წინა კენჭისყრებზე ჩამოყალიბდა. ეს პრაქტიკა მომხმარებელთა აზრის უპატივცემულობაა და მათ მხოლოდ სტატისტიკურ ერთეულებად აქცევს.
- დისკრედიტაცია, ტერორი: სამწუხაროდ, მთელ ამ პროცესს თან ახლდა ჩემი და მსგავსი აზრის მქონე მომხმარებელთა დისკრედიტაცია და ტერორი ადმინისტრატორთა და ბიუროკრატორთა მხრიდან. მაგალითად, მომხმარებელი MIKHEIL მე მიწოდებს „კრიჭაში ჩამდგარ ადამიანს“, „ვიკიპედიის პარაზიტს“, „ბოღმიანს“ „ყოფილ ვიკიპედიელს“ და ამბობს, რომ არ აპირებს „ყოფილ ვიკიპედიელთან“ საუბარს. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი Gobrona დამეთანხმა რიგ საკითხებში, MIKHEIL მას შენიშვნას აძლევს, არც მეტი არც ნაკლები, ძახილის ნიშნის გამოყენებაზე და მას პროვოკატორს და ბოღმიანს უწოდებს. სამწუხაროდ, შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებს ადმინისტრატორი Otogi-ც: იგი MIKHEIL-ის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მომხმარებლებს პაატა შ-სა და BRUTE-ს მხოლოდ მათი კრიტიკული დამოკიდებულების გამო ინტრიგნებს უწოდებს, მომხმარებელ Gobrona-ს კი უხსნის, რომ პიროვნების კრიტიკა ვიკიპედიის რამდენიმე წესს და ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება. მოგვიანებით კი Otogi მომხმარებლებს პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ ადმინისტრატორის კრიტიკა დაუშვებელია. საბოლოოდ კი Otogi 8 აგვისტოს მე ერთი თვის ვადით მბლოკავს მეგობრებით თამაშში მომხარებელთა მხილების გამო და ბლოკირების მიზეზად უთითებს პერსონალურ შეტევას და ეტიკეტის დარღვევას. იმავე დღეს, იმავე საბაბით ერთი კვირის ვადით დაიბლოკა მომხმარებელი Zangala-ც. მოგვიანებით მომხმარებელმა Gobrona-მ განაცხადა, რომ მეგობრებით თამაში მისთვისაც აშკარაა და ეთანხმება Zangala-სა და მე. ამის გამო კი ადმინისტრატორი David1010 მას დასჯით დაემუქრა.
- შედეგი: სამარცხვინო კენჭისყრის შედეგად MIKHEIL-ს სტატუსი შეუნარჩუნდა. საბოლოოდ მან მადლობაც გადაუხადა ვიკისაზოგადოებას „მხარდაჭერისათვის“.
|