განცხადება მომხმარებლის ერთი სახელით ავტორიზაციის პროცესის დასრულების შესახებ
This page is kept for historical interest. Any policies mentioned may be obsolete. If you want to revive the topic, you can use the talk page or start a discussion on the community forum. |
- ამ მიმართულებით ბოლო სიახლეების სანახავად იხილეთ mw:SUL finalisation.
მომხმარებელთა ანგარიშების მუშაობასთან დაკავშირებით, „ფონდ ვიკიმედიის“ დეველოპერთა ჯგუფი გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებს, რაც ჩვენი იმ ძალისხმევის ნაწილია, რომ ჩვენს მომხმარებლებს ახალი და უკეთესი ხელსაწყოები შევთავაზოთ. ამ ცვლილებებით სარგებლობისათვის, აუცილებელია, რომ მომხმარებლებს ყველა პროექტში ერთი მომხმარებლის სახელი ჰქონდეთ. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს შემოგთავაზოთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც თქვენ დაგეხმარებათ დაარედაქტიროთ და განიხილოთ უკეთესად, მომხმარებელთა უფლებებს კი უფრო მოქნილს გახდის. ამ ყველაფრის ერთ-ერთი წინაპირობა ის არის, რომ მომხმარებელს ერთი და იგივე სახელი ექნება „ვიკიმედიის“ დაახლოებით 900 ვიკიში.
სამწუხაროდ, ზოგიერთ მომხმარებელს ყველა ვიკიში ერთი და იგივე ანგარიში არ აქვს, თუმცა ბევრ მომხმარებელს პირიქით, ერთი სახელი აქვს ყველა ვიკიში. იმისათვის, რომ ყველა ამ მომხმარებელმა სამომავლოდ შესძლოს „ვიკიმედიის“ ყველა პროექტის გამოყენება, ასეთ ანგარიშთა გარკვეულ ნაწილს ჩვენ შევუცვლით სახელს და მათ სახელში გამოჩნდება სიმბოლო „~
“, ასევე, ანგარიშის სახელს ბოლოში მიეწერება მისი მშობლიური ვიკის სახელი. ეს მოხდება 2015 წლის აპრილში. მაგალითად, მომხმარებელი, რომლის სახელიც შვედურ ვიქსიკონში არის „Example“, გახდება „Example~svwiktionary“.
ყველა ანგარიში იმუშავებს ისე, როგორც ეს იყო მანამდე და შენარჩუნდება მათი მთლიანი წვლილი, ყველა რედაქტირება. სახელგადარქმეულმა მომხმარებლებმა (რომლებსაც ჩვენ ინდივიდუალურად დავუკავშირდებით) სისტემაში შესასვლელად ახალი სახელი უნდა გამოიყენონ.
მომხმარებელთათვის სახელის გადარქმევა ადგილობრივად უკვე აიკრძალა, რათა ადგილობრივად გადარქმეული სახელის გამო, ანგარიშის მიბმის პრობლემა არ შექმნოდათ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ გლობალური ანგარიში. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლებს არ მოეწონებათ ახალი სახელი, სახელის კიდევ შესაცვლელად, მათ შეეძლებათ გამოიყენონ მოთხოვნა Special:GlobalRenameRequest ადგილობრივ ვიკიში ან პირდაპირ მეტაზე.