შვილობილი ორგანიზაციების მიერ შერჩეული ბორდი წევრები/2019/კანდიდატი/მაორ მალული

This page is a translated version of the page Affiliate-selected Board seats/2019/Nominations/Maor Malul and the translation is 100% complete.

სახელი:

კანდიდატის სურათი
მაორ მალული

ვიკიმედიის მომხმარებელი:

Maor X

შეკითხვები ყველა კანდიდატისთვის - შეკითხვები მარტო კონკრეტული კანდიდატისთვის, რომელიც არ ეხება სხვა კანდიდატებს

განაცხადი

ვიკიპედიაში 2005 წლიდან ვარ. ამ დროიდან, მე ვხედავ როგორ ვითარდება ეს მოძრაობა, და არა მხოლოდ, მე ასევე ამ მოძრაობის ევოლუციის ნაწილი ვარ, ვარ მომსწრე განსაკუთრებით მასიურად დონორი და შვილობილი ორგანიზაციების რაოდენობის ზრდის და ვაცნობიერებ, რომ ეს ზრდა იწვევს ახალ გამოწვევებს და კითხვებს მოძრაობისა და ფონდის წინაშე, რომელიც საჭიროებს პასუხს, როგორ უნდა შევქმნათ მეტი შესაძლებლობები მათთვის, ვისიც ხმა არ ისმოდა ჩვენს მოძრაობაში, როგორ შევაჩეროთ მტრობა ჩვენს ონლაინ და არა ონლაინ სივრცეებში და როგორ უნდა გადავანაწილოთ ჩვენი დონორების რესურსები უფრო ეფექტურ და პასუხისმგებლობით, ისე რომ, არ დავკარგოთ ჩვენი მთავარი მიზანი, მისია და ხედვა - როცა მე ვამბობ "ჩვენს" არ ვგულისხმობ მხოლოდ ვიკიმედიელებს, არამედ ვგულისხმობ ჩვენს მოძრაობაში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რადგან ჩვენ ერთად ვართ — „ჩვენ“ ". გარდა ამისა, ვფიქრობ რომ საჭიროა ფონდ ვიკიმედიის ინსტიტუტებს რეფორმირება, უფრო ეფექტიანი და უფრო ინკლუზიური გასახდომად, რათა ყველა ჩვენი მოძრაობა სამართლიანად წარმოჩინდეს, სადაც მოცსპობთ ყველა პრობლემას. როგორც ვენესუელის მოქალაქე, მე არა მხოლოდ ვემხრობი, რომ საჭიროა ხელი შევუწყოთ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ჩვენი შვილობილი ორგანიზაციების დახმარების გაძლიერებას, არამედ შეშფოთებული ვარ იმით, რომ ჩვენს კოლეგებს ემუქრებიან, რადგან ბევრი ვიკიმედიელი უცხოელ აგენტებად არიან ბრალდებულები, როდესაც ისინი უბრალოდ მუშაობენ იმისთვის, რომ უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი ცოდნა ყველასთვის.

შეჯამება

დავიბადე ვენესუელაში, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების პირველი 37 წელი და ახლა ვცხოვრობ ისრაელში — მაქვს ორმაგი მოქალაქეობა. მე ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და ვიკიმედია ვენესუელის პირველი ხაზინადარი, რომელიც ავსებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კოლაფსის ზღვარზე მყოფი ქვეყნის თავისუფალი ცოდნის არეალს, სადაც პირადი თავისუფლება საფრთხეს წარმოადგენს. რამდენიმე წლის შემდეგ, გადმოვედი ისრაელში და შევუერთდი ვიკიმედია ისრაელს, წარმატებულ ორგანიზაციას ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყანაში, მოგვიანებით გავხდი აფილიაციის (შემოერთების) კომიტეტის წევრი, სადაც ვიყავი თავმჯდომარე და თავჯდომარის მოადგილე. მე ასევე მონაწილეობას ვიღებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფში, 2030 წლის სტრატეგიის დისკუსიებში. ძირითადად ვარედაქტირებ ლადინო (ადმინი ვარ), ესპანურ, პორტუგალიურ და ინგლისურ ვიკიპედიებს, და ვარ ინკუბატორის ტესტ-ადმინი, ხშირად ვარ LangCom-ის წევრი. ბოლო დროს მთავარი აქცენტი გავაკეთე ქალების შესახებ სტატიებს (განსაკუთრებით ებრაელი ქალების) და უმცირესობების შესახებ სტატიებს, განსაკუთრებით ადგილობრივი ამერიკელების შესახებ, ჩემი მშობლიური ქვეყნის, ვენესუელის.

ვიკი-ცხოვრების გარეთ, ვარ კომპიუტერული ინჟინერი და ვმუშაობ ტექ/დნმ მხარდაჭერის კომპანიაში. ვსაუბრობ ესპანურად, ინგლისურად, ლადინოზე, პორტუგალიურად, ებრაულად და შემიძლია კომუნიკაცია ვაიუნაიკიზე, გერმანულად და იტალიურად. აგრეთვე, ახლახანს დავიწყე თურქულის სწავლა, იმ იმედით, რომ შევძლებ შევქმნა ბევრი კონტენტი თურქულ ვიკიპედიაში. -Türk kardeşlerim, sorunlarınız da bizim sorunlarımız.

დასაშვეობა

უფლება მაქვს ვემსახურო ფონდ ვიკიმედიის სამელთვაყურეო საბჭოს წევრად. თუ ამირჩიეს ფონდ ვიკიმედიის სამელთვაყურეო საბჭოს წევრად, მე დავტოვებ ჩემ თანამდებობას აფილიაციის კომიტეტში.

მხარდაჭერა

ვიკიმედია ჩილე

მე, როგორც ვიკიმედია ჩილეს პრეზიდენტი და ოფიციალური წარმომადგენელი ამ არჩევნებზე, მე ვადასტურებ, რომ ჩვენ — ვიკიმედია ჩილეს ბორდის წევრები შეხვედრაზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ მხარი დავუჭიროთ მაორ მალულის კანდიდატურას. Rocío Consales (talk) 18:28, 30 April 2019 (UTC)[reply]

კოლუმბიის ვიკიმედიელები

კოლუმბიის ვიკიმედიელების მომხმარებელთა ჯგუფის სახელით, მე ვადასტურებ, რომ ჩვენი ჯგუფი დისკუსიის შედეგად გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს მაორ (კარლოს) მალულს ამ არჩევნებზე, რადგან ჩვენ ვიზიარებთ მის შეხედულებებს. --Sahaquiel9102 (talk) 20:08, 30 April 2019 (UTC)[reply]