2010 Wikimedia design and feature change/ka
ფონდი ვიკიმედიის მომხმარებლის გამოცდილების ჯგუფი მოხალისეებთა ჯგუფთან ერთად გასული წლის განმავლობაში მუშაობდა მომხმარებლის ინტერფეისის გაუმჯობესებაზე (იხ. ცვლილებების რეზიუმე და ხშირად დასმული კითხვები). ხანგრძლივი ტესტირების შემდეგ ცვლილებები გააქტიურდა 10 ყველაზე დატვირთულ-ენოვან ვიკიპედიაში და ვიკისაწყობში. გეგმაში გვაქვს ამ ცვლილებების დანერგვა დანარჩენ პროექტებშიც, მათ შორის იმაშიც, სადაც თქვენ აქტიურობთ (გთხოვთ იხილოთ დანერგვის გვერდი ჩვენი მიმდინარე განრიგისთვის), მაგრამ ამისთვის თქვენი დახმარება გვჭირდება.
როგორ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ:
- გახდით ელჩი: ელჩები მოხალისეები არიან, რომლებიც თარგმნის პროცესს კოორდინირებას უწევენ, კონსოლიდირებას უკეთებენ საზოგადოების რჩევებს, მათთან კომუნიკაციას აწარმოებენ, და საზოგადოებასა და ვიკიმედიის ფონდს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს ასრულებენ. როგორც წესი, თითო პროექტს ერთი ელჩი ჰყავს. თუ დაინტერესებული ხართ გახდეთ ელჩი, იხილეთ განვითარების კოორდინირების გვერდი და ჩაეწერეთ!
- თარგმნა: დახმარება გვჭირდება ახალი ინტერფესის თარგმნასა და ლოკალიზებაში.
- თუ მთარგმნელი ხართ, გთხოვთ იხილოთ translatewiki.net ინტერფეისის თარგმნაში დასახმარებლად. (თუ გსურთ გახდეთ მთარგმნელი, იხილეთ "პირველი ნაბიჯების" გვერდი translatewiki.net-ზე დასაწყებად.) შეტყობინებების უმრავლესობა მოცემულია "Usability Initiative" ჯგუფში, თუმცა გთხოვთ ასევე დაგვეხმაროთ სხვა შეტყობინებების თარგმნაშიც "MediaWiki" ჯგუფში.
- გთხოვთ იხილოთ დანერგვის კოორდინირების გვერდი დანერგვის სიახლეებისა და შეტყობინებების თარგმნისთვის, მათ შორის ბანერებისაც ყოველ გვერდზე.
- ხარვეზების ანგარიში: გთხოვთ დაგვეხმაროთ ხარვეზების აღმოჩენაში თქვენს პროექტში! ჩვენ ვერ მოგცემთ ყველაფრის გამართვის პირობას, და დიდად ვაფასებთ თქვენს პირდაპირ ჩარევას მომხმარებლების მიერ შემოტანილი ხელსაწყოებისა და სკრიპტების გამართვა-გასწორებაში, მაგრამ თუ შეგვატყობინებთ ხარვეზების შესახებ, ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ მათ გასასწორებლად.
- ახალი მომხმარებლის ინტერფეისის დანერგვა. დააწკაპუნეთ "მოსინჯეთ ბეტა" ბმულზე გვედის თავში (თქვენი მომხმარებლის სახელის მარცხნივ) პროექტში, რომელშცის თქვენ აქტიურობთ და აირჩიეთ ეს ვერსია. შეგიძლიათ დატოვოთ ბეტა ნებისმიერ დროს ბმულზე "ბეტადან გასვლა" დაწკაპუნებით იმავე ადგილას.
- გთხოვთ იხილოთ ხარვეზების შეტყობინების გვერდი ახალ ვერსიაში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, ან დატოვეთ ჩანაწერი Bugzilla-ში.
- კომენტარი/რჩევები: გთხოვთ გვაცნობოთ რას ფიქრობთ ინგლისურად თქვენი მოსაზრებების გაზიარებით. სხვა ენების შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ მანქანურ თარგმანს, თუმცა ინგლისურად დატოვებულ შეტყობინებებს ჩვენამდე მოღწევის ყველაზე მეტი შანსი აქვს.